ჩვენ ვართ აგრესიის მსხვერპლი და ყველა ადამიანი, ვინც ეცდება საქართველოს წინააღმდეგობა სხვანაირად დაამტკიცოს, ქართული სახელმწიფოს მტერია – მამუკა ყურაშვილი
საქართველო, თბილისი - 15:00 | 28.03.2025 ნანახია: 925
ჩვენ ვართ აგრესიის მსხვერპლი და ყველა ადამიანი, ვინც ეცდება საქართველოს წინააღმდეგობა სხვანაირად დაამტკიცოს, ქართული სახელმწიფოს მტერია, – ამის შესახებ 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, მამუკა ყურაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
მამუკა ყურაშვილს კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა დაუსვა კითხვა: „თქვენ თქვით, რომ არ გამოგვიყენებია კასეტური ბომბები და გეთანხმებით ასი პროცენტით, მეც ეს ინფორმაცია მაქვს. ისიც ვიცით, რომ გამოიყენა რუსეთმა. თუმცა ჩვენ გვყავს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები, მინიმუმ ორი, ბათუ ქუთელია, რომელიც მოგიანებით იყო უშიშროების მდივნის, გიგა ბოკერიას მოადგილე, არ მახსოვს ომის პერიოდში სად მუშაობდა, და მეორეა სერგი კაპანაძე, რომელიც, თუ არ ვცდები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ისინი ადასტურებენ ან აბრალებენ საქართველოს, რომ ჩვენ გამოვიყენეთ კასეტური ბომბები. 2021 წელს სერგი კაპანაძე კიდევ ადასტურებს, ოღონდ პატარა კორექტირებას უკეთებს, რადგან თავისი ადრინდელი ნათქვამი ბოლომდე ვერ გადააკეთა: „საქართველომ ცხინვალი დაბომბა, ოღონდ მშვიდობიანი მოსახლეობა არა, კასეტური ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდგ იქნა გამოყენებული“. ამას საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პასუხობს. ბექა ძამაშვილი ამბობს: „მტკიცება, რომ საქართველომ ცხინვალში კასეტური ბომბები გამოიყენა, ამას საერთაშორისო სასამართლოებში მხოლოდ რუსეთი ცდილობდა“. ვინ ვის ინტერესს ემსახურება, ამას ჩვენი მოსახლეობა კარგად შეაფასებს“.
პასუხად მამუკა ყურაშვილმა თქვა: „ვეთანხმები ბექა ძამაშვილს. ეს არის მტრული განცხადება, ჩვენ ვართ აგრესიის მსხვერპლი და ყველა ადამიანი, ვინც ეცდება წინააღმდეგობა სხვანაირად დაამტკიცოს, ქართული სახელმწიფოს მტერია“.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















