„თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი სატვირთოების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტისთვის
საქართველო, თბილისი - 11:31 | 19.03.2025 ნანახია: 1213
„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის განახლებულ, გეზის ფილიალის ბაზაზე მოქმედი ჯგუფი მომხმარებელს მათთვის საჭირო დახმარებას ნებისმიერ ადგილზე გაუწევს. მომსახურება მოიცავს დიაგნოსტირებას, სწრაფ სერვისებსა და სავალი ნაწილის სრულ შეკეთებას.
იაკობ დალაქიშვილი, „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალის დირექტორის მოადგილე: „ავტომობილის ფლობის გამოცდილების გამარტივება „თეგეტა მოტორსისათვის“ პრიორიტეტული საკითხია. ვფიქრობთ, მობილური სერვისის დამატებით ამ მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. სატვირთოებისა და ავტობუსების მძღოლებს უკვე შეუძლიათ ჩვენი მომსახურებით ნებისმიერ ადგილზე ისარგებლონ და მიიღონ გადაუდებელი დახმარება რათა დაზოგონ ფინანსები და დრო. ეს კი, თავის მხრივ, მათი საქმიანობის უწყვეტობას განაპირობებს.
ჩვენმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის, რომ გეზის ტერიტორიაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ განახლებული სერვისცენტრი, რომელიც მთლიანად გერმანული ბრენდის MAN-ის სტანდარტებზეა მორგებული, სწორედ სატვირთო ავტომობილებზე კონცენტრირდება. გვინდოდა, ამ კუთხით მომხმარებლისათვის სრული სერვისი მიგვეწოდებინა, რაც გულისხმობს მომსახურებას, როგორც უშუალოდ სერვისცენტრში, ისე გამოძახებით საქართველოს ნებისმიერ წერტილში. მაღალი ხელმისაწვდომობა, ხარისხი, სანდოობა, გარანტია ნაწილებზე და სრული პასუხისმგებლობა გაწეულ სამუშაოებზე - ეს ჩვენი სერვისის უპირატესობებია“.

.მობილური ჯგუფის მომსახურების მიღება კომპანიის ცხელ ხაზზე ზარით იწყება. მომხმარებელი რეკავს ნომერზე: 577 26 44 44 და ტოვებს შეტყობინებას პრობლემის შესახებ. ამის შემდეგ MAN-ის სტანდარტებით აღჭურვილი დამხმარე მიკროავტობუსი, გამოცდილ მექანიკოსებთან ერთად, გამოძახებაზე გადის და თან მიაქვს ყველა ის სპეციალური ხელსაწყო-დანადგარი, რაც შემოწმებისა და სავალი ნაწილის შესაკეთებლად არის აუცილებელი.
იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს პრობლემის იდენტიფიცირება უჭირს, „თეგეტა მოტორსის“ დამხმარე ჯგუფი მას დიაგნოსტირებაშიც დაეხმარება. საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამის საავტომობილო ნაწილს „თეგეტა მოტორსის“ უახლოესი საწყობიდან მიუტანენ და შეუცვლიან. პარალელურად, მიმდინარეობს ავტომობილის საბაზისო შემოწმება, მათ შორის ზეთის დონის ძრავაში, საბურავებისა თუ ანტიფრიზის ტემპერატურული მაჩვენებლის.
კომპანიაში აცხადებენ, რომ კვალიფიციური მობილური ჯგუფები „თეგეტა მოტორსის“ სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრს რიგების მართვასა და მომხმარებლებისთვის სრულყოფილი სერვისის მიწოდებაში დაეხმარებიან. ამასთანავე, მომხმარებლები იგივე სერვისს იღებენ დროისა და ფინანსური ხარჯების დაზოგვით. მომსახურების ფასები ადგილზე არ იცვლება. გამოძახების თანხა კი კილომეტრაჟის მიხედვით განისაზღვრება.
ამ ეტაპისათვის ერთი მობილური ჯგუფი ფუნქციონირებს და ნებისმიერი ბრენდის კომერციულ ავტოტრანსპორტს, ავტობუსებსა და სატვირთოებს ემსახურება. ცხელ ხაზზე დაკავშირება და შეტყობინების დაფიქსირება მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია, თუმცა უშუალოდ სერვისის მიღება 09:30-დან 18:30 სთ-მდეა შესაძლებელი. დამხმარე ჯგუფებისა და სამუშაო საათების რაოდენობა მოთხოვნის შესაბამისად გაიზრდება.
სატვირთოებისათვის განკუთვნილი მობილური სერვისბრიგადის ბაზა „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მდებარეობს. განახლებული ცენტრი მომხმარებელს დიდი გაბარიტების ავტომობილების სრულ სერვისსა და ორიგინალ ნაწილებს სთავაზობს - დაწყებული რემონტით, ავტომანქანების რეცხვის ჩათვლით.
მულტიბრენდული ცენტრი როგორც ადგილობრივ ავტოპარკს, ისე ტრანზიტულად მოძრავ სატვირთოებს ემსახურება და, ჯამში, სხვადასხვა დანიშნულების ოთხ სივრცეს აერთიანებს. მათგან ორი უკვე ამოქმედებულია. სრული დატვირთვით კი გეზის ფილიალი 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყებს მუშაობას.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















