ბრიტანელმა პროფესორმა, დონალდ რეიფილდმა "ქართული ოცნებისგან" ჯილდოს მიღებაზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 11:40 | 12.03.2025
ნანახია: 50

ბრიტანელმა პროფესორმა, დონალდ რეიფილდმა საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნებისგან" ჯილდოს მიღებაზე უარი თქვა. პროფესორ რეიფილდის დაჯილდოების ცერემონია ბრიტანეთში, სამეფო აზიურ საზოგადოებაში იყო დაგეგმილი, პროფესორი ჯილდოვდებოდა მისი წვლილისთვის ქართული ენაში, ლიტერატურასა და ისტორიაში. 

"მწერალთა სახლმა, კულტურის სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ ბრიტანეთში დიდი ზეიმი მოაწყვეს ლონდონში. დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში ქეთევან დუმბაძეს დონალდ რეიფილდისთვის ჯილდო უნდა გადაეცა ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის. დონალდმა ორგანიზატორებს მიწერა რომ ქეთევან დუმბაძისგან ჯილდოს ვერ მიიღებდა. პასუხად დაამშვიდეს, ჯილდოს შორენა შავერდაშვილი გადმოგცემთო. (ქალბატონი ქეთევანი მართლაც აღარ ჩამოვიდა ლონდონში, ეტყობა მაინც ანერვიულდა ან ვიზა არ მისცეს), თუმცა, საბოლოოდ მან უარი განაცხადა ამ ჯილდოზე, არალეგიტიმური ხელისუფლებისგან ვერ მივიღებო" - წერს ლიკა თარხან-მოურავი სოციალურ ქსელში. 

დონალდ რეიფილდი რუსულისა და ქართულის ლიტარატურათმცოდნე, დედოფალ მერის უნივერსიტეტის პროფესორია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე