აღარავითარი დამალვა უნგრეთის ვეტოს უკან, ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები "ქართულ ოცნებას" - რასა იუკნევიჩიანე

საქართველო, თბილისი - 09:06 | 08.03.2025
ნანახია: 91

"ქართველებს ევროპა ისევე სჭირდებათ, როგორც ევროპას საქართველო. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გასაღები დემოკრატიული საქართველოა. მოქმედების დრო ახლაა. აღარავითარი დამალვა უნგრეთის ვეტოს უკან, ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს ორმხრივი სანქციები ["ქართული ოცნებას]. ყოველი უმოქმედობის დღე ავტორიტარიზმს აძლიერებს. ზამთრის ცივი, 100 დღე-ღამის განმავლობაში ათასობით ქართველი ქუჩაში გამოდის საკუთარი მომავლისთვის საბრძოლველად.

მათი მოთხოვნები ნათელია: - ახალი დემოკრატიული არჩევნები - პროევროპული გზა - ავტორიტარული მმართველობის დასასრული - რეპრესიების დასრულება", - წერს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე X-ზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე