აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

საქართველო, თბილისი - 11:28 | 10.02.2025
ნანახია: 2655

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. იუწყება CBS News

გამოცემის ცნობით, ზელენსკი უხელმძღვანელებს უკრაინის დელეგაციას მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც 14-დან 16 თებერვლამდე გერმანიაში გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან, რომელიც ასევე დაესწრება კონფერენციას.

Bloomberg-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წარადგენს  ომის დასრულების გეგმას, თუმცა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე