„თეგეტა“ Bridgestone-თან პარტნიორობას აფართოებს - კომპანია რეგიონში მსოფლიო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა
საქართველო, თბილისი - 11:27 | 10.02.2025 ნანახია: 2055
"თეგეტა" Bridgestone-თან პარტნიორობას აფართოებს - კომპანია რეგიონში მსოფლიო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა
• "თეგეტა ჰოლდინგი" სომხეთისა და აზერბაიჯანის საავტომობილო ბაზარს Bridgestone-ის საბურავებით მოამარაგებს
• ოფიციალური ხელშეკრულება დუბაიში გაფორმდა. შეთანხმება 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა
"თეგეტა ჰოლდინგი" სომხეთსა და აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის, Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა. საქართველოს შემდეგ მეზობელი სახელმწიფოების ბაზარს კომპანია მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის საბურავებით მოამარაგებს. პარტნიორობის გაფართოების შესახებ ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოაწერეს.
ეკატერინე ქავთარაძე, "თეგეტა ჰოლდინგის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: "მოხარულები ვართ, რომ "თეგეტასა" და Bridgestone-ს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და პრემიუმ ბრენდის პროდუქციას მიმდინარე წლიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს ვაწვდით.
საავტომობილო სფეროში გლობალურ ბრენდებს შორის Bridgestone-ს წამყვანი ადგილი უჭირავს. კომპანია ლიდერია როგორც პრემიული, ისე გაყიდვების მაჩვენებლებით, რადგან სწორედ ხარისხი, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება და ინოვაციებისადმი სწრაფვაა Bridgestone-ის სამარკო ნიშანი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ Bridgestone ჩვენთვის მხოლოდ პარტნიორი არ არის, ჩვენი პარტნიორობა 26 წლის წინათ დაიწყო და, ფაქტობრივად, "თეგეტას" ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ ცნობილი ბრენდის პორტფელში "თეგეტას" მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მისი ყველაზე მსხვილი პარტნიორია რეგიონში. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი კომპანიის პოზიციებს საერთაშორისო მასშტაბით, მეორე მხრივ კი, დიდი პასუხისმგებლობაა, ისევე წარმატებით წარმოვადგენდეთ ამ ბრენდს რეგიონში, როგორც საქართველოში"
Bridgestone Middle East & Africa FZE-სა და "თეგეტას" შორის პარტნიორობის გაფართოების შესახებ შეთანხმება დუბაიში გაფორმდა. ქართული კომპანია სწორედ Bridgestone-ის დუბაის წარმომადგენლობის შემადგენლობაშია, მსოფლიოს 70 ქვეყანასთან ერთად. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ღონისძიებაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს "თეგეტა ჰოლდინგის" დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ კოხოძემ და Bridgestone Middle East & Africa FZE-ის პრეზიდენტმა, ჟაკ ფურიემ.
დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: "თეგეტასა" და Bridgestone-ს შორის თანამშრომლობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მოლაპარაკებების პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა. დუბაიში გაფორმებული ხელშეკრულება ადასტურებს, რომ კავკასიის რეგიონში "თეგეტა" Bridgestone-სთვის სტრატეგიული პარტნიორია.
სასიხარულოა, რომ მეზობელ ქვეყნებში უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქციას მომხმარებელი სწორედ ჩვენს წარმომადგენლობებში მიიღებს. ვფიქრობთ, ეს ახალი შეთანხმება არა მხოლოდ ორი კომპანიის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. საქართველოს როლი რეგიონში კიდევ უფრო იზრდება, ქვეყანა ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება და ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე ხდება".
Bridgestone ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომელმაც კავკასიის რეგიონში ბიზნესსაქმიანობა საქართველოდან და "თეგეტასთან" პარტნიორობით დაიწყო. Bridgestone-ისა და "თეგეტას" შორის პირველი გარიგება 1998 წელს შედგა, მაშინ როდესაც ახლად შექმნილი ქართული კომპანია თავის დამკვიდრებას ხარისხითა და ექსკლუზიურობით ცდილობდა. პირველი შეკვეთა მხოლოდ 500 ერთეულ საბურავს ითვალისწინებდა. 2024 წლისათვის ეს რაოდენობა უკვე 100 000-ია. დღეს "თეგეტა" ავტოინდუსტრიის ლიდერია რეგიონში, Bridgestone კი მსოფლიო ბრენდია 93-წლიანი ისტორიითა და 30-მილიარდიანი შემოსავლით.
გურჰამ სევიკელ, Bridgestone Middle East & Africa-ს მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: "დუბაიში ხელი მოვაწერეთ არა მხოლოდ ჩვენი 26-წლიანი პარტნიორობის განახლებას, არამედ ჩვენი ბიზნესის გაფართოებას კავკასიასა და აზიაში, კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დოკუმენტით კიდევ უფრო მტკიცე ხდება ჩვენი და "თეგეტა ჯგუფის" 26-წლიანი პარტნიორობის ისტორია.
Bridgestone-ის უპირველესი მისიაა ვემსახუროთ საზოგადოებას, უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. ამ ღირებულებებს იზიარებს "თეგეტა ჯგუფიც" და ჩვენი მიდგომები ამ მხრივ საერთოა, სწორედ ეს ამყარებს ჩვენს მრავალწლიან პარტიორობას. თეგეტა უკვე მრავალი წელია საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს სთავაზობს მაღალ სტანდარტსა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტებს ავტოინდუსტრიაში".
დუბაიში ვიზიტის ფარგლებში, ხელმოწერის ცერემონიამდე Bridgestone Middle East & Africa FZE-ის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართა. ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მათ შორის იყო "თეგეტას" დელეგაცია. კომპანიის გუნდის წევრებმა პარტნიორებს სამომავლო გეგმები გაუზიარეს.
კომპანია 150-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და ავტომფლობელებს მაღალი ხარისხის სხვადასხვა ტიპის საბურავს აწვდის. სეზონური, სველი ან თოვლიანი გზისთვის თუ სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი საბურავები უსაფრთხო, საიმედო და კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს.
სწორედ ნდობასა და მომხმარებლისადმი ერთგულებას ეფუძნება "თეგეტასა" და Bridgestone-ის პარტნიორობის სიმტკიცე და სამომავლო ხედვები.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- გახარია პარლამენტში ფიზიკურად არ არის, თორემ არც დაფინანსებაზე თქვა უარი და არც მანდატები დაუთმია, საგამოძიებო კომისიის სხდომაზეც იმყოფებოდა - ლევან მახაშვილი
- გირაოს გადახდას არ ვაპირებ, ნებისმიერი რამისთვის მზად ვარ - ზურაბ ჯაფარიძე
- "ქართულმა ოცნებამ" და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გადააგდო საკუთარი ამომრჩეველი, რომელსაც დაჰპირდა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას - ირაკლი კუპრაძე
- “კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, მზად ვართ, თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი - მამუკა მდინარაძე
საზოგადოება
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - მოემზადე დედამიწის კვირეულისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
- საირმეში, მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი ჩაეშვა
- აღადგინე რუსთავის ჭალის ტყე – „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერით გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოს დასაცავად - კოლაბორაცია ბრენდ „ადამიანთან“
სამართალი
- უფროსმა დეტექტივმა გიორგი ზაბახიძემ 29 ნოემბერს აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, დაზიანების შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა - შსს
- სასამართლომ ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- შსს-მ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 6 პირი დააკავა
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკა
მსოფლიო
- ევროკავშირი 61 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების მექანიზმის გამარტივებას გემავს - რიკარდ იოზვიაკი
- მოსკოვმა იცის, როგორ არ დადოს დონალდ ტრამპთან ისეთი გარიგება, რომელიც რუსეთს ხაფანგში მოაქცევს - სერგეი ლავროვი
- ეს იყო ვერაგი აქტი და ომის დანაშაული - ფრიდრიხ მერცი სუმზე თავდასხამზე
- ჩამოდით, ნახეთ და მიხვდებით, ვისთან გაქვთ საქმე, მიხვდებით, რაც გააკეთა პუტინმა - ზელენსკი ტრამპს მოუწოდებს უკრაინაში ჩავიდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს