რეგიონული ჰაბი - „თეგეტას“ ახალი მასშტაბური სერვისცენტრი გეზის ტერიტორიაზე
საქართველო, თბილისი - 16:00 | 30.01.2025 ნანახია: 816
- მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა
- მულტიბრენდული ფილიალი ერთდროულად 30-ზე მეტი დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების მომსახურებას შეძლებს
ამიერკავკასიის რეგიონში პირველად სატვირთო და კომერციული ავტომობილების, ასევე ავტობუსების მომსახურება ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი. მრავალფუნქციური სერვისცენტრი „თეგეტას“ ბრენდის ქვეშ თბილისის შემოვლითი გზის 36-ე კილომეტრზეა განთავსებული. გერმანული მწარმოებლის MAN-ის სტანდარტებით აშენებული ობიექტი, ადგილობრივთან ერთად, ტრანზიტულ ავტომობილებსაც მიღებს.
რეგიონული ჰაბი, რომელიც გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზის) ტერიტორიაზე ოთხ ჰექტარზე მეტს იკავებს, მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილ საავტომობილო სერვისს გააერთიანებს და, სარემონტო და დიზელის მომსახურებასთან ერთად, პირველად საქართველოში მომხმარებელს სატვირთოების მაღალი სტანდარტის სამღებრო-სათუნუქე და სამაცივრე სისტემების სერვისს შესთავაზებს.
რეგიონის მასშტაბით გამორჩეული ობიექტი, საერთო ჯამში, ოთხ ძირითად, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეს მოიცავს. სერვისცენტრის ყველაზე დიდი, შოურუმისა და სერვისის ძირითადი ნაწილი უკვე ამოქმედებულია. სრული დატვირთვით კი მომსახურების სივრცე მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამუშავდება. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 80 მილიონ ლარს აჭარბებს.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ უკვე შესაძლებლობა გვაქვს, „თეგეტას“ მულტიფუნქციურ სერვისცენტრში მომხმარებელს ვუმასპინძლოთ. რეგიონული მასშტაბის ობიექტი ჩვენი კომპანიისათვის ერთ-ერთი ისტორიული პროექტია, რომელიც მსოფლიო ბრენდისა და „თეგეტას“ სტრატეგიული პარტნიორის MAN-ის გაიდლაინების მიხედვით დაიგეგმა და აღიჭურვა. ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში გერმანულმა მწარმოებელმა ჩვენს ცენტრს უმაღლესი კატეგორია, A სტანდარტი მიანიჭა.
რეგიონში პირველობა „თეგეტასათვის“ უცხო არ არის. პოზიციას არც ამ შემთხვევაში ვთმობთ და ამიერკავკასიაში პირველად მომხმარებელს სატვირთო და კომერციული ავტომობილების, ასევე ავტობუსების სრულ სერვისს ერთ სივრცეში ვთავაზობთ. საგანგებოდ შერჩეულ ლოკაციაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო დერეფანია, ავტომფლობელებს თანამედროვე, ევროპული დანადგარებით აღჭურვილ ცენტრში მომსახურების საუკეთესო პრაქტიკას გავუზიარებთ, რაც სრულიად ახალ ბიზნესპროცესს, სერვისის კიდევ უფრო გამარტივებასა და მეტ კომფორტს გულისხმობს. ამასთან ერთად, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის მონაკვეთზე, რომელიც წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტ სატვირთოს ატარებს, მსგავსი ობიექტის გახსნით საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, როლის ზრდას შევუწყობთ ხელს.
ყველა სარემონტო წერტილი, უახლეს დანადგარებთან ერთად, თანამედროვე იტალიური წარმოების ამწეებითა და სერვისის ორმოებით აღიჭურვა, რომლებიც გერმანული Balzer-ის ბრენდის ანალოგია და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს, როგორებიცაა შრომის უსაფრთხოება და ეკოლოგიაზე ზრუნვა.
გარემოსდაცვითი კომპონენტი გათვალისწინებულია ასევე აგრეგატების სარეცხი უბნის ნაწილშიც. ამასთანავე, ჩვენთვის, როგორც მწვანე ინიციატივების კულტურის დამნერგავი კომპანიისთვის, საამაყოა, რომ ისტორიაში პირველად ინერგება სერვისი, რომელიც სახიფათო ნარჩენებისაგან დასვრილი აგრეგატების რეცხვას გულისხმობს. პროცესი სპეციალურ ოთახში შესაბამისი წესით წარიმართება და სრულიად უსაფრთხო იქნება როგორც თანამშრომლებისთვის, ისე გარემოზე ზემოქმედების კუთხით“.
„თეგეტას“ სატვირთო და კომერციული სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ახალი ფილიალი 42 000 მ2 ფართობზეა განლაგებული და ფუნქციურად დატვირთულ ხუთ შენობა-ნაგებობას მოიცავს. A და B ბლოკები სერვისსა და ორ შოურუმს ეთმობა. C-ში Tegeta Truck&Bus, ასევე „თეგეტა აკადემიის“ ნაწილია განთავსებული, D ბლოკის პირველ სართულს ოთხი სამუშაო სივრცით მსუბუქი ავტომობილების სერვისი დაიკავებს, ხოლო მეორე სართულს - მოსასვენებელი სივრცე და კაფე. ცალკე მდებარეობს ტექნიკური შენობა, სადაც საკომუნიკაციო, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის მთავარი კვანძები განლაგდა.

ამჟამად უკვე ექსპლუატაციაშია A ბლოკი, სადაც MAN-ის შოურუმი და ასევე მულტიბრენდული საავტომობილო სერვისია განთავსებული, რომელიც მაღალტექნოლოგიური დანადგარებითა და ინსტრუმენტებით არის აღჭურვილი.
საერთო ჯამში, 31 სამუშაო სივრციდან ამ დროისათვის ამოქმედებულია ოცდაორი და კომერციულ თუ სატვირთო ავტომფლობელებს ემსახურება. მოქმედებენ მობილური სერვისის მანის მიკროავტობუსებიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში სატვირთო და კომერციული ავტოტრანსპორტის მომხმარებელს ადგილზე გაუწევენ დახმარებას.
ამასთან ერთად, ხელმისაწვდომია სამაცივრე სისტემების სერვისი, რომელსაც ამერიკული კომპანია Thermo King-ის ოფიციალური წარმომადგენელი „თეგეტა ჰოლდინგი“ მომხმარებელს გამოცდილი მექანიკოსების დახმარებითა და უახლესი სპეცინსტრუმენტების გამოყენებით სთავაზობს.
ახალ ფილიალში გადავიდა და იქ განაგრძობს საქმიანობას Tegeta Truck&Bus, რომელიც 2008 წლიდან MAN-ის ოფიციალური დილერია საქართველოში.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „თეგეტას“ ახალი ფილიალი გამორჩეულია როგორც თავისი მასშტაბებით, ისე კონცეფციით. მომსახურების თანამედროვე ცენტრის მშენებლობის ყველა ასპექტში საერთაშორისო პრემიული ბრენდი MAN იყო ჩართული. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელმაც ობიექტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე თავად მოინახულა, თქვა, რომ ეს არის ბრილიანტი MAN-ის გვირგვინში. ეს უმაღლესი შეფასება, თავის მხრივ, ცხადია, დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებდა შენობის არქიტექტურული სტილიდან დაწყებული, მომსახურების მასშტაბისა და ხარისხით დამთავრებული. ვფიქრობთ, ამოცანას წარმატებით გავართვით თავი და პირველად საქართველოსა და რეგიონში სატვირთო და კომერციული ავტომობილების სრულ ავტოპარკს მოვემსახურებით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სერვისცენტრი მულტიბრენდულია და სხვადასხვა მწარმოებლის ავტომობილებს მიიღებს.
თუ MAN-ის მიერ ავტორიზებულ ჩვენს თავდაპირველ ცენტრში სულ 15 სამუშაო უბანი გვქონდა, ახლა ეს რაოდენობა 31-მდე გავზარდეთ. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო, რომ სატვირთოებისა და კომერციული ტრანსპორტის დიდი გაბარიტების გათვალისწინებით პროცესი ინდუსტრიულ სივრცეში გადმოგვეტანა, სადაც გადაადგილდებიან სატვირთოები თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის მიმართულებით თუ ევროკავშირის ქვეყნებიდან მომავალი ავტომანქანები. ეს არის სტრატეგიული გადაკვეთის წერტილი, რომელიც გასული წლის მონაცემებით 512 000-მა ტრანზიტულად მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებამ გადაკვეთა. ახლა ჩვენ სრული შესაძლებლობა გვაქვს იმისათვის, რომ მათ საავტომობილო სერვისი ერთ სივრცეში და კომფორტულ გარემოში შევთავაზოთ“.
„თეგეტას“ ახალ ფილიალში მომსახურება განახლებული ბიზნესპროცესით წარიმართება. თითოეულ მომხმარებელს პერსონალური მრჩეველი დაეხმარება, რაც სერვისის მიღებას სწრაფსა და კომფორტულს გახდის. შესაძლებელი იქნება წინასწარ ჩაწერა როგორც ონლაინ, ისე სატელეფონო ზარის მეშვეობით.
სრული კომპლექსის მასშტაბური გახსნა 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამ დროისთვის ბოლო ეტაპი დასრულდება და ცენტრში მსუბუქი ავტომობილებისათვის განკუთვნილი სივრცეც გაიხსნება.
მანამდე კი „თეგეტას“ ახალი ფილიალი მომხმარებელს ორშაბათიდან, შაბათის ჩათვლით, დილის 09:30-დან საღამოს 18:30-მდე მოემსახურება, ხოლო კვირას 09:30-დან 16:00 საათამდე. რაც შეეხება სწრაფ სერვისებს, მისი მიღება ავტომფლობელებს 00:00 საათამდე შეუძლიათ.
პოლიტიკა
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
- არასამთავრობოები გაერო-ს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავენ, განიხილონ საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა
საზოგადოება
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- რუსეთის მიზანია 2026 წლისთვის დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაკავება - კირილო ბუდანოვი
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
- გილოცავთ შობას, მათ შორის რადიკალ მემარცხენე ნაძირლებს - დონალდ ტრამპი
- სტამბოლში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს, რომლებიც, შობისა და ახალი წლის დღესასწაულებისას, სავარაუდოდ, თავდასხმებს გეგმავდნენ
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
















