დონალდ ტრამპი პარიზში, ნოტრ-დამის გახსნას დაესწრება

საქართველო, თბილისი - 12:19 | 03.12.2024
ნანახია: 221

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიეგზავრება საფრანგეთში, რათა დაესწროს აღდგენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის (ნოტრ-დამის) გახსნას, რომელიც ხანძარმა სერიოზულად დააზიანა 5 წლის შემდეგ.

ეს იქნება დონალდ ტრამპის პირველი მოგზაურობა ამერიკის ფარგლებს გარეთ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

პარიზში ნოტრ-დამის საზეიმო ვითარებაში გახსნა იგეგმება 7 დეკემბერს.

დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში შეაქო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტაძრის აღდგენისთვის გაწეული სამუშაოსთვის.

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ღონისძიებაზე დასასწრებად საფრანგეტის მთავრობამ მიიწვია.

შეგახსენებთ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2019 წლის აპრილში ხანძარმა დაზიანა. ნოტრ-დამი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე