გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დააჯარიმა

საქართველო, თბილისი - 19:38 | 20.11.2024
ნანახია: 103

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე დავით ცეკვავამ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცესკო-ს წევრი 500 ლარით დააჯარიმა.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგები უნდა შეეჯამებინათ, თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს კომისიის წევრმა დავით კირთაძემ, სავარაუდოდ, საღებავი შეასხა.

შემთხვევა 16 ნოემბერს მოხდა. შსს-მომხდარზე გამოძიება დაიწყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე