საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს კრემლის შესაძლებლობას შეაფერხოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები და აღადგინოს რუსული გავლენა - ISW

საქართველო, თბილისი - 11:30 | 23.10.2024
ნანახია: 513

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს კრემლის შესაძლებლობას შეაფერხოს საქართველოს გრძელვადიანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები და აღადგინოს რუსული გავლენა", - ამის შესახებ ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი [ISW] X-ზე წერს.

"კრემლი სავარაუდოდ შეეცდება გამოიყენოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", მზარდი პრორუსული ნარატივები, რომლებიც ამართლებენ რუსეთის ძალადობას პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, იქნება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები მისი დამოუკიდებლობის შემდეგ. ის ასევე წარმოადგენს კრემლის შესაძლებლობას შეაფერხოს საქართველოს გრძელვადიანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები და აღადგინოს რუსული გავლენა", - წერს ISW.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე