ასპინძაში მეხის დაცემის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 18:47 | 10.09.2024
ნანახია: 2481

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან მეხის დაცემის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის დროს ორივე პიროვნება ტყეში იმყოფებოდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, ერთი ადამიანი უკვე დაღუპული დახვდა, მეორე კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე