თუ ავტომობილი გიყვარს, მის მოვლასაც ხელოვნებად აღიქვამ - "თეგეტა მოტორსის" საზაფხულო კამპანია
საქართველო, თბილისი - 14:02 | 03.09.2024 ნანახია: 3330
"ავტომობილის მოვლის ხელოვნება" - ვისაც ეს სიტყვათა შეთანხმება ეუცხოება, ლევან ზენაიშვილისა და Toyota Corolla-ს 32-წლიანი მეგობრობის ისტორიას უნდა გაეცნოს. ან გაგა კოხრეიძეს ჰკითხოს, საკუთარი ხელით რომ უვლის საკოლექციო, უკვე ვინტაჟურ ავტომობილებს. გამონაკლისი არც "თეგეტას" მექანიკოსი და ავტომრბოლელი ლიკა მაისურაძეა, მანქანების სიყვარული პროფესიად რომ აქცია და სამუშაოდაც ის ადგილი იპოვა, სადაც მიაჩნიათ, რომ ავტომობილის მოვლა შეიძლება ხელოვნებას უტოლდებოდეს. ვინც "თეგეტა მოტორსის" საზაფხულო კამპანიას თვალს ადევნებდა, ამ ადამიანებსაც ადვილად ამოიცნობს. კომპანიამ, რომელიც უკვე თითქმის 30 წელია, მომხმარებელს სრულ საავტომობილო მომსახურებას სთავაზობს, სეზონური მესიჯების გასახმოვანებლად ამჯერადაც შემოქმედებითი გადაწყვეტა აირჩია.
ვახტანგ მძინარაშვილი, "თეგეტა მოტორსის" საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისების მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი: "ავტომობილის სეზონურად მომზადება იმ კულტურული პროცესის ნაწილია, რომლის დანერგვასაც „თეგეტა მოტორსი“ დიდი ხანია ხელს უწყობს და სხვადასხვა აქტივობითა თუ კამპანიით ახალისებს. ამჯერადაც, საზაფხულო კამპანიის ფარგლებში, გვინდოდა, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა როგორც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ისე, ზოგადად, ავტომფლობელებისათვის, რომ მანქანის პერიოდული შემოწმება, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოგზაურობის წინ, ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარს - ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას უკავშირდება.
საბოლოოდ, ჩვენი მთავარი მიზანია, ეს გზავნილები და მოწოდებები ჩვენი თანამოქალაქეების ქცევაში გადაიზარდოს. წლებია „თეგეტა მოტორსი“ ამ საქმეს ემსახურება და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში პროგრესი ამ მიმართულებით აშკარაა".
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელიც გვიჩვენებს, რომ მოგზაურობის ხელოვნებაც შეიძლება სწორედ ავტომობილის მოვლით იწყებოდეს. ვიდეოკადრები ასახავს იმ შთამბეჭდავ მომენტებს, გამართული ავტომობილით მოგზაურობისას რომ ჩნდება.
"თეგეტა მოტორსის" ზაფხულის კამპანიამ პერსონალური ისტორიებიც გააერთიანა.
მომზადდა პოსტერების სერიაც. ფოკუსში ის საავტომობილო პროდუქტები მოექცა, რომელთა გამართულობის შემთხვევაშიც მოგზაურობა უსაფრთხო თავგადასავლად იქცევა. ესენია საბურავი, აკუმულატორი, სამუხრუჭე ხუნდები და ძრავის ზეთი. პოსტერებს მცირე განმარტებებიც დაერთო, იმის შესახებ, თუ რატომ არის აუცილებელი კონკრეტულ საავტომობილო ნაწილებზე ყურადღების გამახვილება და რა გავლენას ახდენს მათზე ტემპერატურის მატება. ამის პარალელურად, მთელი კამპანიის ფარგლებში „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლები სავალი ნაწილის უფასო შემოწმებით სარგებლობდნენ.

ავტოინდუსტრიისა და ხელოვნების სინთეზის პირველი მცდელობა "თეგეტა მოტორსის" გაზაფხულის კამპანია იყო, სადაც ავტომობილის მოვლის ხელოვნებაზე მოძრავი პოსტერები გაკეთდა. ლოგიკური გაგრძელება უკვე ცხელ სეზონზე, ზაფხულში მოჰყვა. უცვლელი კონცეფციით, რომ ავტომობილის მოვლა ხელოვნებაა.
ცხელ სეზონთან ერთად, "თეგეტა მოტორსის" საზაფხულო კამპანიაც დასრულებულია. წინ ახალი, გარდამავალი სეზონია, რაც საყვარელ ავტომობილთან ერთად მოგზაურობაზე უარის თქმას სულაც არ ნიშნავს. მთავარი დამოკიდებულებაა - შეხედავ ყოველდღიურობას, როგორც რუტინას, თუ საზრუნავსა და საქმიანობას თავგადასავლად აქცევ.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















