სულ უფრო გვაშფოთებს საქართველოს ტრაექტორია, რომლითაც ევროკავშირს შორდება - ბორელი

საქართველო, თბილისი - 13:03 | 30.08.2024
ნანახია: 2500

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა საქართველოში არსებულ ვითარებას.

ბორელის განცხადებით, მინისტრებმა მოკლედ მიმოიხილეს საქართველოში არსებული მდგომარეობა.

"ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. სულ უფრო მეტად გვაშფოთებს ამ ქვეყნის ტრაექტორია, რომელიც ევროკავშირს შორდება", - თქვა ბორელმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე