ელექტრომობილი Geometry E ხელმისაწვდომ ფასად მხოლოდ Geely Sakartvelo-ს შოურუმში
საქართველო, თბილისი - 15:54 | 23.08.2024 ნანახია: 2136
„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია Geely Sakartvelo მომხმარებელს ელექტრომობილ Geometry E-ს საუკეთესო ფასად სთავაზობს. ავტომობილის შეძენა შოურუმში, $22 500-ის ნაცვლად, $19 900 დოლარად არის შესაძლებელი.
Geometry E ჰეჩბეკის ტიპის ავტომობილია და Geely-ს სამოდელო ხაზში ყველაზე ბიუჯეტური ელექტრომობილია. მას ერთი დამუხტვით 380-მდე კილომეტრის გავლა შეუძლია. ავტომობილის დასამუხტად, სწრაფი დამტენით, 30 წუთიც საკმარისია, სახლის პირობებში კი 6-7 საათი.
Geometry E-ს შეძენა Geely Sakartvelo-ს შოურუმში ყველაზე მაღალი კომპლექტაციითაა შესაძლებელი. მოდელი აღჭურვილია ტყავის სალონით, დიდი ზომის მონიტორით, ლედ ფარებით, უკანა ხედვის კამერითა და ლუქით. ელექტრომობილი წარმოდგენილია თეთრ ფერში და მის ელემენტზე მოქმედებს რვაწლიანი გარანტია, ხოლო ძირითად აგრეგატებზე - ოთხწლიანი.

გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „Geely Auto ქართულ ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ შემოვიდა, თუმცა მომხმარებელს ამ მცირე დროში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ. Geely Sakartvelo-ს შოურუმში წარმოდგენილია უმსხვილესი საავტომობილო ბრენდის არაერთი მოდელი და მათ შორის არის ელექტრომობილი Geometry E. ის გამოირჩევა უსაფრთხოების სისტემებით და ქალაქში გადასაადგილებლად საკმაოდ კომპაქტური, რბილი და უხმაუროა. Geometry E-ს შეძენისას მომხმარებელი საწვავის ხარჯთან ერთად თანხას სერვისშიც დაზოგავს, რადგან ელექტრომობილს, შიდაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, არ გააჩნია ბევრი ისეთი ნაწილი, რომლებიც ხშირად ფუჭდება.
Geely Sakartvelo-სთვის პრიორიტეტია, რომ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური მოდელები. ამჯერად განსაკუთრებული შეთავაზება Geometry E-ს შეეხება. ჩვენს შოურუმში მისი შეძენა ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი. ამასთანავე, აღვნიშნავ, რომ Fleet-ის ყველა მოდელზე, ასევე საცალო გაყიდვებზე, მოქმედებს 0%-იანი თეგეტა ლიზინგი ერთი წლის ვადით“.
თეგეტას 0%-იანი ლიზინგი „ფლიტის“ ყველა მოდელზე, მათ შორის Coolray-ზე, Monjaro-სა და Emgrand-ზეც ვრცელდება. Geely Auto-ს ბრენდის ავტომობილები განსაკუთრებით ხელსაყრელია კომპანიებისთვის, რადგან კომფორტი ავტომობილის ფასს აღემატება. ამას ადასტურებს Europcar Georgia-სთან თანამშრომლობაც, რომელიც ბრენდის ბაზარზე შემოსვლისთანავე დაიწყო. Geely-ს ავტომობილებზე მოთხოვნა დიდია, როგორც დღიურ გაქირავებაზე, ისე საოპერაციო მიმართულებით. ამ დროისთვის Europcar-ის ავტოპარკში Geely-ს მხოლოდ ქროსოვერი და მაღალი გამავლობის ავტომობილებია, თუმცა სამომავლოდ იგეგმება როგორც ბენზინის, ისე ელექტროძრავზე მომუშავე სედანების შესყიდვა.

Geely Sakartvelo-ს შოურუმში ამ ეტაპზე წარმოდგენილია Geely-ს სამოდელო ხაზის ყველა კატეგორიის ავტომობილი, ბენზინისა და ელექტროძრავზე მომუშავე მანქანები - SUV, სედანები, ჯიპები, ქროსოვერები და პიკაპები.
Geely Holding მრავალეროვნული საავტომობილო ბრენდია, რომელიც ჩინეთში მეშვიდე ადგილს იკავებს უმსხვილეს ავტომწარმოებლებს შორის. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით. Geely Auto-მ 2024 წლის პირველი ნახევარი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „Geely Sakartvelo“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















