"თეგეტა ჰოლდინგი" და "რინგოვეტი" მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად
საქართველო, თბილისი - 12:49 | 13.08.2024 ნანახია: 3730
ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად შეჰქმნიათ; დაშავებული ძაღლი თუ კატა ქუჩაშიც ბევრჯერ გვინახავს და დახმარების სურვილიც გაგვჩენია. თუ აქამდე ერთადერთი გამოსავალი მათი უახლოეს ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანა იყო, მალე ცხოველების დასახმარებლად ალტერნატიული გზაც გამოჩნდება. "რინგოვეტი" პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარებაა, რომელიც სატესტო რეჟიმში სექტემბრიდან ამოქმედდება.
"რინგოვეტი" პირველ ეტაპზე შეზღუდული რესურსით იმუშავებს, თუმცა, გეგმის მიხედვით, მალე მთელ თბილისს დაფარავს. ამოქმედდება მობილური აპლიკაციაც. ცხოველების სასწრაფო დახმარების სამსახური 24-საათიანი იქნება და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ვეტექიმი ადგილზე გამოიძახოს, ანუ ყველგან, სადაც ძაღლებსა და კატებს სპეციალისტის დახმარება დასჭირდებათ.

მყისიერი ვეტერინარული სერვისის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობა შესაბამისი ტრანსპორტით აღჭურვა იყო. ცხოველებზე ზრუნვისთვის "რინგოვეტს" 2022 წელს გამოშვებული NIU-ს ელექტროსკუტერი - NQI sport – "თეგეტა ჰოლდინგმა" გადასცა.
თათია ხორბალაძე, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "რინგოვეტის" უმთავრესი მიზანი მიუსაფარ ცხოველებზე
ზრუნვა და მათი გადარჩენაა. ამ ინოვაციურ ტექნოლოგიურ სტარტაპს "თეგეტამ" მხარდაჭერა პირველივე დღიდან გამოუცხადა. ასეთი სერვისი ჩვენს ქვეყანაში აქამდე არ არსებობდა, ამიტომ სიხარულით შევუერთდით ამ წამოწყებას. ჩვენი კონტრიბუციის მიზანია, ორგანიზაციის ვეტექიმებს ოპერატიულად გადაადგილებაში დავეხმაროთ. სწორედ ამ მიზნით გადავეცით "რინგოვეტს" ელექტროსკუტერი - სწრაფი და ეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალება.
"თეგეტასთვის" საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვა კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიუსაფარი ცხოველებიც ამ გარემოს ნაწილი არიან და მათთვის დახმარების აღმოჩენა მნიშვნელოვანია. მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად საზოგადოებას გადამწყვეტი როლი აკისრია, ამიტომ "რინგოვეტის" მსგავს სოციალურ საწარმოებს სხვა ბიზნესებისა და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ამის საშუალებას კი ნებისმიერ მსურველს დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ის საშუალებით ვაძლევთ".
"რინგოვეტის" მიზანია, მომხმარებლებმა მაქსიმალურად მარტივად შეძლონ ვეტექიმის გამოძახება გეგმური თუ სასწრაფო საჭიროებებისთვის, თავიდან აირიდონ კლინიკაში ვიზიტი და დაზოგონ დრო. "რინგოვეტი" იქნება პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარება ადგილზე გამოძახებით, როგორც შინ მცხოვრები, ისე მიუსაფარი ცხოველებისთვის. სასწრაფო დახმარება პირველ ეტაპზე თბილისის ფიქსირებულ არეალს მოიცავს: ვერაზე განთავსდება დეპო, რომელიც 5 კილომეტრის რადიუსს დაფარავს. "რინგოვეტის" ვეტექიმი გამოძახებებზე "თეგეტას" გადაცემული ელექტროსკუტერით ივლის.
ნესტან მამაცაშვილი, "რინგოვეტის" დამფუძნებელი: "რინგოვეტის" შექმნის იდეა 3 წლის წინ გამიჩნდა და მას მერე მის
განხორციელებაზე ვმუშაობ. ევროკავშირისგან ორი გრანტის მიღება უკვე შევძელით. სწორედ აღნიშნული გრანტებითა და კერძო შემოწირულობებით მოვახერხეთ "რინგოვეტის" ბრენდინგი. გავმართეთ აპლიკაცია როგორც ტექნიკურად, ასევე ვიზუალურად.
თავდაპირველად გამოძახება გვექნება არასასწრაფო მიმართულებით, რადგან აპლიკაციის სრულფასოვნად ამუშავებას დამატებთი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. პირველ ეტაპზე რინგოვეტის მომსახურება ყოველდღიურად 18-დან 23 საათამდე იქნება ხელმისაწვდომი, მალე კი 24-საათიან მომსახურებაზე გადავალთ. პროექტის მთავარი მისია მიუსაფარი ცხოველების სამსახურში ყოფნაა. ვფიქრობ, ძალიან დროული და მნიშვნელოვანი პროექტია. ქვეყანაში არასახარბიელო ვითარებაა: ბოლო კვლევებით, საქართველოში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობამ ნახევარ მილიონს მიაღწია. მჯერა, "რინგოვეტის" პატარ-პატარა ნაბიჯებით არსებულ ვითარებას მნიშვნელოვნად შევცვლით და ამ სავალალო სტატისტიკასაც გავაუმჯობესებთ. ამ გზაზე კი ძალიან მნიშვნელოვანია "თეგეტას" მსგავსად კერძო კომპანიების ჩართულობა და მხარდაჭერა".
მობილური აპლიკაციის ამოქმედების შემდეგ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, 24/7 გამოიძახონ ან წინასწარ დაჯავშნონ ვეტერინარის ვიზიტი დედაქალაქის მასშტაბით სასურველ ადგილზე - ბინაზე თუ საველე პირობებში, გაიარონ ვიდეოკონსულტაცია, მიიღონ რეკომენდაციები და დანიშნულება ვეტექიმისგან. სასწრაფო დახმარების ჯგუფი დაშავებულ მიუსაფარ ცხოველს უმკურნალებს და პროფილაქტიკურ აცრებსაც ჩაუტარებს, ეს კი ქუჩაში გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს გახდის და ცხოველების ყოფასაც გააუმჯობესებს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















