Peking to Paris - „პორშე ცენტრი თბილისმა“ ისტორიული რალის მონაწილეებს უმასპინძლა
საქართველო, თბილისი - 12:02 | 29.07.2024 ნანახია: 3073
საერთაშორისო რალი პეკინი-პარიზი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამჯერად ისტორიული მარშრუტის დასაფარად 70 კლასიკურ-ვინტაჟური ავტომობილი გაერთიანდა. მათ 13,680 კილომეტრი ჰქონდათ გასავლელი. რალიში ტრადიციულად „პორშეს“ უნიკალური მოდელებიც მონაწილეობდნენ.
წლევანდელ შეჯიბრებაში ჩართული „პორშეს“ პილოტები პეკინიდან პარიზამდე გადაადგილებისას გზად შექმნილი ტექნიკური პრობლემების გამო თბილისში, „პორშე ცენტრი თბილისის“ სერვისში გაჩერდნენ და საკუთარი ავტომობილების გამართვა „პორშეს“ ტექნიკოსებს მიანდეს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რათა რალის მონაწილეებს პარიზის მიმართულებით სვლა დროულად გაეგრძელებინათ.

ირაკლი იმნაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების ხელმძღვანელი: „ამ ლეგენდარულ რალიში „პორშე ცენტრი თბილისის“ მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. ჩვენ შევძელით, წვლილი შეგვეტანა ისტორიულ რალიში, რომელიც პეკინიდან პარიზამდე იმართება და უკვე მრავალი წელია წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მასში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა კლასიკური ავტომობილებით გადაადგილება. ბუნებრივია, გზადაგზა შესაძლოა გარკვეული ტექნიკური დახმარების აუცილებლობა გაჩნდეს. რალის მონაწილეები დანიშნულების ადგილზე კონკრეტულ დროში უნდა მივიდნენ, ამიტომ ოპერატიულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენს სერვისცენტრში ზარი დაახლოებით საღამოს 8 საათზე შემოვიდა. ტექნიკოსები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ დროული სერვისი გაეწიათ და ორივე „პორშე“ მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნებულიყო რალის. ორივე მათგანს მნიშვნელოვანი დახმარება სჭირდებოდა: ერთ-ერთ მანქანას გადაბმულობა ჰქონდა შესაცვლელი, რაც ძრავის მთლიანად მოხსნის გარეშე შეუძლებელია. მეორე ავტომობილის პრობლემა კი მაღალ ბრუნზე ძრავის ძლიერი ვიბრაცია იყო, რაც ასევე ძრავის მოხსნასა და შეკეთებას საჭიროებდა. ცხადია, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისიც, რომ საუბარი გვაქვს კლასიკურ ავტომობილებზე, რომლებიც განსაკუთრებით დელიკატურ მოპყრობას მოითხოვენ როგორც დემონტაჟის, ისე მონტაჟის დროს. მიხარია, რომ ამ ისტორიული რალის მონაწილეებს სწორედ ჩვენ მოვემსახურეთ და შევძელით, მოკლე დროში აღმოგვეფხვრა შექმნილი პრობლემები“.
საავტომობილო რბოლა პეკინი-პარიზი პირველად 1907 წელს გაიმართა და 14 994 კილომეტრი მოიცვა. რბოლის იდეა ცნობილ ფრანგულ გაზეთში, Le Matin-ში, გამოქვეყნებულ განცხადებას უკავშირდება, სადაც ნათქვამია: „დღეს დასამტკიცებელია, რომ, თუ ადამიანს ჰყავს მანქანა, მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი და წავიდეს ყველგან, სადაც მოესურვება. მოიძებნება ვინმე ისეთი, ვინც მზადაა, ამ ზაფხულს დაფაროს მანძილი პარიზიდან პეკინამდე?“
პირველმა ტრანსკონტინენტურმა ავტომოგზაურობამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. 12 ათასი კილომეტრის დაფარვის შემთხვევაში გამარჯვებული ჯილდოდ 12 ათას ფრანკს მიიღებდა. რბოლა პეკინში საფრანგეთის საელჩოდან 1907 წლის 10 ივნისს დაიწყო. ჩინეთის დედაქალაქიდან სპორტსმენებს ევროპელი დიპლომატები, ხელისუფლების წარმომადგენლები და აურაცხელი ადამიანი მიაცილებდა. გამარჯვებული იტალიელი თავადი შიპიონ ბორგეზე პარიზში 18 დღის შემდეგ, 1907 წლის 10 აგვისტოს ჩავიდა.
რალიში მონაწილე ავტომობილები სისტემატურად საჭიროებდნენ სხვადასხვა სახის ტექნიკურ დახმარებას. მათ ადგილობრივი მექანიკოსები არემონტებდნენ. გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის წინაშე მანქანების აღმოჩენა რალის განუყოფელი ნაწილია. ამასთანავე, ნებისმიერი პრობლემა უმოკლეს დროში უნდა აღმოიფხვრას და დიდი მოგზაურობა გაგრძელდეს. სწორედ ამ ისტორიის ნაწილი გახდა „პორშე ცენტრი თბილისი“.
წლევანდელი რალი პეკინი-პარიზი 37 დღეს გაგრძელდა. გამარჯვებულებმა - ენდი ბუჩანმა და მაიკ სინკლერმა - 1928 წლის Bentley 4 ½ Le Mans-ით 14 500 კილომეტრი დაფარეს.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















