მეცოდებიან ჩვენი კოლეგები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ სამშობლოსთვის სანქცირდებიან, არადა სამშობლო სანქცირდება მათ გამო - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 15:22 | 19.06.2024
ნანახია: 5402

მეცოდებიან ჩვენი კოლეგები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ სამშობლოსთვის სანქცირდებიან, არადა სამშობლო სანქცირდება მათ გამო, -ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მეცოდება ჩვენი კოლეგები, რომლებმაც არ იციან, რას სჩადიან. რომლებიც გამოდიან და გვეუბნებიან, რომ სამშობლოსთვის სანქცირდებიან, არადა, პირიქით არის - სამშობლო სანქცირდება ჩვენი კოლეგების ქმედებების გამო. და ვინაიდან არაფერია ისეთი, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ გაცხადდეს, საბოლოო ჯამში, გაირკვევა, რომ სამშობლოს გამო კი არ სანქცირდებოდა ეს ხალხი, არამედ პირიქით იყო, - ამბობს იაგო ხვიჩია. 

საქართველოში ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ვიზების გაუქმების შესახებ შეტყობინენები "ოცნების" სანქცირებულ წევრებს უკვე მიუვიდათ. მათ კი, ვისაც ვიზა არ აქვს, თუ მის აღებას გადაწყვეტენ, საელჩოში აღმოაჩენენ, რომ სანქცირებულია. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ამ სიაში არიან „ქართული ოცნების“ წევრების ოჯახებიც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე