საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ოპოზიციის სიხარული არის ნაადრევი, ყველაფერი იქნება კარგად ქვეყნისთვის და ცუდად ოპოზიციისთვის - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:13 | 17.06.2024
ნანახია: 383

გერმანიაში ვიზიტისას მე მქონდა კომუნიკაცია რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, რამდენიმე ვიცე-პრემიერთან, რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან, მათში დავინახე აბსოლუტურად ჯანსაღი განწყობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ნაადრევია ოპოზიციის სიხარული, რომ საქართველო დაისჯება.

„ოპოზიციის სიხარული არის ნაადრევი საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით, არავინ აპირებს, დასაჯოს საქართველო, მისი მოსახლეობა, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ყველაფერი იქნება კარგად ქვეყნისთვის და ცუდად ოპოზიციისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე