სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა სიიდან იმ ადამიანების ამოღება, რომლებსაც უშუალოდ, როგორც ფეხბურთელებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 14:55 | 17.06.2024 ნანახია: 595
ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ჩვენ მიერ წარდგენილი სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ, როგორც ფეხბურთელებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტთან სიის გადაგზავნამდე კონსულტაციები გაიმართა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან და ნაკრების წევრებთან.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში როდესაც ჩვენ გავგზავნეთ შესაბამისი წარდგინება, გავიარეთ კონსულტაციები ფეხბურთის ფედერაციასთან, ნაკრებთან, იმისთვის, რომ გუნდში რაიმე ტიპის უკმაყოფილება არ გამოეწვია წარდგინებას, რომ არ მომხდარიყო დიფერენცირება იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც საკუთარი წვლილი მიუძღვით ნაკრების წარმატებაში, ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები და შევადგინეთ შესაბამისი სია. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება და ამ ადამიანებს შორის არიან მათ შორის ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ, როგორც ფეხბურთელებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ნაკრების განვითარებაში. მაგალითად არის ალექსანდრე იაშვილი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, არიან სხვა ვიცე-პრეზიდენტები, არის ასევე ტექნიკური ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ წარდგენილი ღირსების მედალზე. უბრალოდ გაუგებარია ასეთი დამოკიდებულება, რას ემსახურება ეს ყველაფერი, არ ვიცი. მიზანშეწონილი იყო, რომ სრულად დაკმაყოფილებულიყო ის წარდგინება, რომელიც ჩვენ სწორედ კონსულტაციების საფუძველზე გავგზავნეთ პრეზიდენტთან განსახილველად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















