ორი ან მეტი წლის წინ გაკეთებულ ჩანაწერებს აბამენ ამ აქციებს - ზურაბ ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 00:29 | 21.05.2024
ნანახია: 5892

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, გამოკითხვაზე მოასმენინეს ჩანაწერები, რომლებიც "TV იმედმა" რამდენიმე დღის წინ გააშუქა.

მისი თქმით, სასამართლოში დაადასტურა, რომ აღნიშნულ ჩანაწერებში თავად ლაპარაკობს, თუმცა ის რამდენიმე წლის წინანდელია და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„იმედმა რომ გაუშვა რაღაც ჩანაწერები სუს-ის მიერ გაკეთებული. ეგ ჩანაწერები არის ორი ან მეტი ხნის წინ გაკეთებული. მაგას აბამენ ამ აქციებს. ვუთხარი, რომ კი, ნალაპარაკები მაქვს-მეთქი.

ყველა სიტყვაზე თავს ვერ დავდებ, შეიძლება, მონტაჟი იყოს-მეთქი, მაგრამ დაახლოებით შინაარსი ეგ იყო-მეთქი, ოღონდ მაგას ამ აქციებთან არანაირი კავშირი არ აქვს. კითხვები იყო, რომ ოდესმე თუ დაგიორგანიზებია ძალადობაო და არა-მეთქი. დღეს მორჩა და მერე რას იზამენ, არ ვიცი. ხმის ნიმუში გვინდაო და არ მოგცემთ-მეთქი.

ყველაფერი შეიძლება... აწი ამათგან ყველაფერი შეიძლება. მაგ სტადიაში არიან... შეიძლება [დამაკავონ] კი, მიდი და ამტკიცე, რომ ის იმედის ჩანაწერი სამი წლის წინ არის ჩაწერილი", - თქვა ჯაფარიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე