წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ხორციელდება ჩვენს ფეხბურთელებზე - ლევან კობიაშვილი
საქართველო, თბილისი - 16:18 | 08.05.2024 ნანახია: 6897
წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ხორციელდება ჩვენს ფეხბურთელებზე, რომლებმაც ისტორიაში პირველად საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ნაკრების ფეხბურთელები საქართველოს წარმოადგენენ, მათთვის შეურაცხყოფის მიყენება კი ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის შეურაცხყოფაა.
„წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, თავდასხმა და შეურაცხყოფა ხორციელდება ჩვენს ბიჭებზე, ფეხბურთელებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, პირველად ისტორიაში, სრულიად დამსახურებულად და ღირსეულად საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში, გერმანიაში და წარადგინონ ჩვენი ქვეყანა.
უპირველესად, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები და ნაკრების ფეხბურთელები წარმოადგენენ საქართველოს, ქართველ ხალხს და მათთვის შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის შეურაცხყოფაა.
დაიწყო თუ არა აქტუალური პროცესები, მივმართე საზოგადოებას, რომ ფეხბურთელები დაგვეცვა ამ პროცესებში ჩართვისგან, რადგან სპორტსმენებს ჩვენი ქვეყნისთვის ბევრად დიდი მისია აკისრიათ, ვიდრე ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, არ წყდება მათზე თავდასხმები. დღესაც სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და მედიასაშუალებაში ვხედავთ და კიდევ ერთხელ დასტურდება კონკრეტული მავნებელი ოპოზიციური ლიდერების მიერ განხორციელებული გაუგონარი თავდასხმები და შეურაცხყოფის დონე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ფეხბურთელების მიმართ. განსაკუთრებით აქტიურობენ და ამ პროცესებს სრულად მართავენ ისინი, ვისაც რეალურად არც ფეხბურთი აინტერესებს და არც საქართველოს გამარჯვება.
ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების წინ, როდესაც ჩვენი საამაყო ბიჭები ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, მათთვის განკუთვნილ მოედნებს და სტადიონების ანგრევდნენ, ყიდდნენ და ფეხბურთელებს – პროფესიულ მომავალს, ჩვენს ქვეყანას კი ქართულ სპორტს უნადგურებდნენ. ეს ის ადამიანები არიან 26 მარტის წარმატების შემდეგ სხვადასხვა ეთერში ნაკრების მაისურით რომ გამოგვეცხადნენ და საუბრობდნენ ამ დიდ წარმატებაზე, თითქოს უხაროდათ. არადა გულწრფელად მჯერა, რომ შინაგანად მოწინააღმდეგე გუნდების მაისურები ეცვათ.
ეს ის ადამიანები არიან, ვინც დღეს ფეხბურთელებს ლანძღავენ და ცდილობენ, გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც როგორც ადრე, ახლაც ცდილობენ ერთიანობის და გუნდურობის დანგრევას, ფეხბურთელების დაშორიშორებას და დაყოფას ისევ ისე, როგორ ამას წარმატებით აკეთებდნენ წლების წინაც, იმიტომ, რომ მათ ფეხბურთი და ქვეყანა არ ადარდებთ. მხოლოდ პირადი პარტიული ინტერესებია მათი მამოძრავებელი ძალა. მზად არიან, სწორედ ამ პირად ინტერესებს შესწირონ ფეხბურთიც და ქვეყანაც.
ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ფარისევლობაა თქვენი საქციელი, რადგან მთელი თქვენი არსებობის მანძილზე გამიზნულად ანგრევდით, ანადგურებდით და ქართული ფეხბურთის ღიად დასამარებას მოითხოვდით. მინდა, იცოდეს მოსახლეობამ, ყველა მოედნის აღდგენაზე ცალკე ომი გადამქონდა. მაშინ, როცა ხელისუფლება მაქსიმალურად ეხმარებოდა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას, ამ დროს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას სწორედ ეს ადამიანები, მათ მიერ მოგზავნილი აქტივისტები გვიწევდნენ.
ყველა გზით ებრძოდნენ ფეხბურთის განვითარებას. იმავეს აკეთებენ დღესაც. წლები დაგვჭირდა და უამრავი ძალისხმევა იმისათვის, რომ მოვსულიყავით აქ, სადაც ვართ დღეს. საძირკვლიდან მოგვიწია მშენებლობის დაწყება, რომ აქამდე მიგვეღწია. სულ რამდენიმე კვირაში ამ ახალგაზრდა ბიჭებს წინ ევროპის ჩემპიონატი ელით, სადაც, როგორც აქამდეც არაერთხელ დაამტკიცეს, თავს არ დაზოგავენ, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელონ.
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არათუ ოდესმე მიკადრებია ფეხბურთელებისთვის და, პირველ რიგში, ჩემი თავისთვის ფეხბურთელების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში, არამედ ყოველთვის ვცდილობ მათ დაცვას ყველა გარე ზეგავლენისგან. ასე იყო და ასე იქნება მუდამ. დღეს, როცა ან „ჩემიანი ხარ, თუ არადა მოსისხლე მტერი ხარ“ მიდგომა ბობოქრობს, მათი განრიდება ამ პროცესებიდან იქნებოდა შანსი იმისა, რომ დავიტოვოთ ერთიანობისთვის პატარა სივრცე, თუნდაც საფეხბურთო მოედანი შუაგულ ევროპაში, სადაც შევძლებთ, ყველამ ერთად, მიუხედავად ყველაფრისა, მთელი გულით ვუგულშემატკივროთ ჩვენს ქვეყანას, რომელიც ამ ბიჭებმა უნდა წარმოადგინონ. იქნებ შევძლოთ, ერთხელ მაინც, მიუხედავად ჩვენი ფეთქებადი ქართული ხასიათისა, არ დავკარგოთ საღი აზრი და მივცეთ საშუალება ამ ადამიანებს, კონცენტრირდნენ საკუთარ საქმეზე.
მინდა, მოვუწოდო ყველას, პატივი ეცით ყველა ფეხბურთელს. მორჩით მათ შეურაცხყოფას. დამიჯერეთ, როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა, ვიცი, რომ ფიზიკურ მზაობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მენტალური მზაობა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშებისთვის. აცადეთ ბიჭებს, კონცენტრირდნენ საქვეყნო საქმეზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პოლიტიკაში ჩართულ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის გაღრმავებას და პროცესების რადიკალიზაციას ცდილობენ, მოვუწოდებ, გონს მოეგონ და არ გაბედონ, შეეხონ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს. კიდევ ერთხელ, კატეგორიულად მოვუწოდებ პოლიტიკურ ჯგუფებს, ნუ მისცემენ თავს უფლებას, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება სცადონ.
სულ რამდენიმე კვირაში ჩვენ, ჩვენი გუნდი, ჩვენი ბიჭები ღირსეულად და დამსახურებულად აღვმართავთ საქართველოს დროშას ევროპაში, ევროპის ჩემპიონატზე. ზუსტად ასე ღირსეულად და დამსახურებულად გაივლის ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სავალ გზას“, – წერს ლევან კობიაშვილი.
პოლიტიკა
- დადგება დრო, როდესაც თქვენ, არჩევნების გზით მოგიწევთ ხელისუფლებიდან გამგზავრება, როგორც ეს თქვენი და სააკაშვილის საერთო მეგობარს, ვიქტორ ორბანს მოუწია, რომელიც „მამლის ყივილამდე“ ორთავე პოლიტიკურმა პარტიამ უარყავით - გიორგი შარაშიძე
- უნგრეთის მომავალმა პრემიერმა განაცხადა, რომ გააგრძელებს საქართველოსთან მეგობრობას, ჩვენს ადგილობრივ ოპოზიციას ილუზიები დაუმსხვრია და მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა - ლევან მახაშვილი
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















