ეს არის შავი სიის, მტრების სიის შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ანუ მიუქსევენ ადამიანებს, ჩვენ ვართ დიქტატურის ეპოქაში - ნიკა გვარამია
საქართველო, თბილისი - 16:40 | 08.05.2024 ნანახია: 7052
ეს არის შავი სიის შექმნა, მტრების სიის შექმნა, რომელიც თან ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ანუ მიუქსევენ ადამიანებს როგორც ჩანს, - ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარე "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ მონაცემთა ბაზის შექმნას ეხმიანება.
"ის, რასაც ოცნება აკეთებს 37 წელი, არის ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების აღრიცხვა. წარმოუდგენელი რამეა, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ეს არის შავი სიის შექმნა, მტრების სიის შექმნა, რომელიც თან ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ანუ მიუქსევენ ადამიანებს როგორც ჩანს. შეუძლებელია უბრალოდ ვილაპარაკოთ ქვეყანაზე, რომელსაც ეს ხელისუფლება ჰყავს, რომ ის დაუახლოვდება ევროპას რამით. ეს არის შეუძლებელი აბსოლუტურად. ეს არ მომხდარა ბოლო პერიოდში არსად რუსეთის და ბელორუსის გარდა. რუსეთშიც, სხვათა შორის, ამგვარი სიები შედგა აგენტების შესახებ კანონის მიღებიდან წლების შემდეგ და ამათ ჯერ კანონი არ მიუღიათ, უკვე სიას ადგენენ.
წინმსწრებ მოვლენებს თუ განვიხილავთ, რაღაცა სამარცხვინო ფეიკი ჩანაწერების გამოგდებას, მათ შორის, ჩემსას და რეკვებს კიდე სხვადასხვა "ქვეყნიდან", უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ ვართ დიქტატურის ეპოქაში, ჩვენ ვართ ძალადობრივი რეჟიმის პირობებში და მხოლოდ დროის საკითხია იმის გადაწყვეტა, ჩვენ ვიმარჯვებთ ამ ქვეყანაში და დასავლეთში მივდივართ, თუ რუსეთი იმარჯვებს ამ ქვეყანაში ქართული ოცნების ხელით და ვეღარსად ვეღარ მივდივართ, მივდივართ მხოლოდ უკან. ეს არის მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი, დასავლეთი ჩვენ მაქსიმალურად დაგვეხმარება თავისი განცხადებებით, თავისი ზეწოლით ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაგრამ დანარჩენი, მთავარი ნაწილი არის ჩვენი გასაკეთებელი," - ამბობს ნიკა გვარამია.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ, მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს”.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















