დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია - ეკა გიგაური

საქართველო, თბილისი - 12:04 | 22.04.2024
ნანახია: 1196

დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „ტვიტრზე“ წერს.

„დემოკრატია საფრთხეშია, რადგან მმართველი პარტია და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი რუსული სტილის კანონებს ამკვიდრებს, რათა გააჩუმოს სამოქალაქო საზოგადოება და მედია. ათასობით ადამიანი დემოკრატიის სახელით გამოთქვამს პროტესტს სამთავრობო პროპაგანდის წინააღმდეგ. დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში“,- წერს ეკა გიგაური.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე