თბილისის ერთ-ერთ სკოლაში წიწაკის სპრეი გაუშვეს, რამდენიმე მოსწავლე პრევენციის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 12:56 | 26.03.2024
ნანახია: 5541

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე 32-ე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, 15-მდე მოსწავლე, პრევენციის მიზნით, კლინიკებშია გადაყვანილი,

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში ბავშვებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო, როგორც ამას არსებული მექანიზმი ითვალისწინებს, პრევენციის მიზნით, სკოლაში სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე