ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა გასამართლდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები - ეკა სეფაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:55 | 19.03.2024 ნანახია: 892„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი განშტოებების რიტორიკა საუკეთესო შემთხვევაში აგებულია ტყუილზე და როგორც წესი, მიზნად ისახავს ქვეყნის მავნებლობას. მათ საქმიანობას თუ გადავხედავთ, ეს არის ქვეყნის ღალატისკენ მიმართული დაუსრულებელი ქრონიკა. ასე, რომ ჩვენი ერთ-ერთი ვალი და ამოცანა იქნება სწორედ ის, რომ გასამართლდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები, რომლებიც თავს ცალკეულ პოლიტიკურ პარტიად ასაღებდა - „ლელო“ იქნება, „გახარია“, „გირჩი“ თუ სხვა“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა.
როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის აღნიშნული წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას და მათი ნარატივი თავიდან ბოლომდე აგებულია ტყუილზე, ფაქტებით მანიპულაციასა და დემაგოგიაზე.
„მათი გასამართლება მთელი საზოგადოების ინტერესშია იმიტომ, რომ ის რეჟიმი, რომელმაც სისტემურ დანაშაულებს ჩაუყარა საფუძველი, დღემდე აგრძელებს მავნებლობას და დღემდე ცდილობს ქვეყანას ავნოს, ქვეყანას ავნოს იმ ტყუილი განცხადებებით, როგორიცაა მაგალითად, ვითომ რომ ქვეყანა არის „შავი ხვრელი“ სანქციებისაგან თავის არიდების მცდელობაში, მაშინ როდესაც დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მაღალჩინოსნების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად აბსოლუტურად და ცალსახად დადგინდა, რომ საქართველო გვერდს არ უვლის სანქციებს და არც სხვას აძლევს ამის საშუალებას. ცდილობენ ფაქტებით მანიპულირებას და ქვეყნის ომში ჩართვას დემაგოგიის და სხვადასხვა ტყუილის გავრცელების გზით, ისეთით, როგორიცაა, მაგალითად: ხალხის გაჭირვებაზე აპელირება და ვითომ მათ გასაჭირზე წუხილი. სინამდვილეში, მათ არ აინტერესებთ არც ქვეყნის განვითარება და არც ხალხის გასაჭირი. ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ ეს არის ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა, იმიტომ რომ ლეგიტიმურად, არჩევნების გზით მათ შანსი არ აქვთ შეცვალონ ხელისუფლება. ასე, რომ ჩვენი მისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება ამ რეჟიმის გასამართლება. არჩევნებამდე მოხდება ეს თუ არჩევნების შემდეგ, ეს დამოკიდებული იქნება სალომე ზურაბიშვილის ქმედებაზე - შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს ანუ დაავალებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. უნდა დამთავრდეს ეს ტყუილი, რომელიც მიმართულია ქვეყნის არევისკენ. ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს რეალური ოპოზიცია, რომელსაც მართლა აინტერესებს ქვეყნის განვითარება და იზრუნებს სწორედ იმ სოციალური სერვისების განვითარებაზე და ხარისხის გაუმჯობესებაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, ჩვენთან ერთად, განსაზღვრავს და ვახორციელებთ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















