ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი, შევთანხმდით, რომ ცალკეული კონკრეტული პროგრამები გვექნება საჭიროებებზე მორგებული იმისთვის, რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს - იენს სტოლტენბერგი
საქართველო, თბილისი - 15:59 | 18.03.2024 ნანახია: 751
საქართველოში ვიზიტით იმყოფება ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, რომელმაც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საჭიროებებზე მორგებული ცალკეული პროგრამები იქნება, რათა ალიანსთან საქართველო უფრო დაახლოვდეს.
"საქართველო არის ერთი ერთი უახლოესი პარტნიორი ნატო-სთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენ მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი და ნატო აგრძელებს მოწოდებას რუსეთისადმი, რომ გაიწვიოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების აღიარების მოთხოვნა. და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა, არც სამართლიანი და არც თავისუფალი იყო არჩევნები რუსეთში, ესეც შემიძლია ვთქვა. რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა არის იმ სიტუაციაში, როდესაც ამის წინაშე იმყოფება ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა ნატოს მოკავშირეები 99% მხარდაჭერას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მე მივესალმები, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი იმყოფება თავშესაფრის მაძიებლად და ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, ეს მოვლენები შეწყვიტოს. შავი ზღვის უსაფრთხოება არის აქტუალური საკითხი საქართველოსთვის, ისევე როგორც ნატოსთვის, რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში არის შეფერხებული და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღავში. უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და გლობალურ სურსათის მიწოდების ჯაჭვში მოხდეს აღდგენა. ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება. ზოგადად შევთანხმდით, რომ ცალკეული კონკრეტული პროგრამები გვექნება საჭიროებებზე მორგებული იმისთვის რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს. მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება. რამდენიმე დღის წინ, თურქული სამხედრო ბრიგადა ეწვია ბათუმის სანაპიროს და შეხვდა ქართველ პარტნიორებს, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორ ვთანამშრომლობთ რეგიონში და ერთმანეთს ვუზიარებთ შესაძლებლობებს და ვუძლიერებთ პოტენციალს. ამით დასტურდება, რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-სთვის საქართველო. ეს მიმართულება გრძელდება უფრო ძლიერი, დემოკრატიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად, ინტეგრაციისთვის, მათ შორის, ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო. კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში, ჩვენ ხელდახელ ვივლით წინ ნატო-ს მიმართულებით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები, სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით, ბატონო პრემიერო კიდევ ერთხელ გიხდით მადლობა მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის, ნატო-ს საქართველოს პარტნიორობის მიმართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. [სინქრონული თარგმანი].
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















