მგზავრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა

საქართველო, თბილისი - 00:55 | 05.03.2024
ნანახია: 1316

ავიაკომპანია „ვიზეარის“ მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში საგანგებოდ დაეშვა.

„ნეტგაზეთს“ ინფორმაციით, ამის მიზეზი მგზავრებს შორის კონფლიქტი გახდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გამოცემის ცნობით, დაპირისპირება ქართველ და რუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც რუსმა მგზავრმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამის გამო თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა რუმინეთში. დაშვების შემდეგ მხარეები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე