კარი ღიაა, შესასვლელად რა უნდა გაკეთდეს, იცით, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი - ჯოზეფ ბორელი

საქართველო, თბილისი - 17:44 | 20.02.2024
ნანახია: 764

ღიაა კარი, როგორც ევროკომისარმა ბრძანა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კარი ღიაა, თქვენ უნდა შეხვიდეთ კარში და ღია კარში შესვლას რა ჰქვია, ყველამ იცის, – ამის შესახებ ევროკავშირი უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს.

„ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. რეფორმები უნდა განხორციელდეს და მეტი რა უნდა ვთქვათ. ნუ ელოდებით რაღაც სასწაულს. კატას ნუ ვეძებთ სადღაც ბნელ ოთახში. ღიაა კარი. შესასვლელად რა უნდა გაკეთდეს, იცით“, – განაცხადა ბორელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე