საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გუდაურში ეკონომიკის საზაფხულო ბანაკი გაიმართა
საქართველო, თბილისი - 13:50 | 05.09.2023 ნანახია: 1404
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით გუდაურში ეკონომიკის ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკი გაიმართა.
ბანაკში მონაწილეობა ეკონომიკის ოლიმპიადის ხუთმა გამარჯვებულმა მიიღო. ერთი კვირის განმავლობაში ახალგაზრდები ინტენსიურ სასწავლო კურსს გადიოდნენ და ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობისთვის ემზადებოდნენ, რომელიც 5-6 სექტემბერს სლოვაკეთში გაიმართება.
სასწავლო ლექციების ფარგლებში ახალგაზრდები სწავლობდნენ ეკონომიკური აზროვნების ისტორიას, სიღრმისეულად ეცნობოდნენ ფინანსების ძირითად ინსტრუმენტებს, წარმოების ღირებულებასა და კონკურენტულ ბაზრებს, ასევე, მონეტარულ სისტემას, ინფლაციას და სხვა.
თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დამოუკიდებელი და გუნდური სავარჯიშოებით, რეალური მაგალითებით და ინტერაქციული აქტივობებით სტუმართან ერთად სიღრმისეულად გაეაზრებინათ ეკონომიკური და ფინანსური საკითხები.
ბანაკის დაწყებამდე მოსწავლეებმა ასევე გაიარეს ეკონომიკის ონლაინ კურსი, რომელიც ექვსი შეხვედრისგან შედგებოდა და მოთხოვნა მიწოდების, წონასწორობის, მონეტარული თეორიის პრობლემებს ეხებოდა.
ეკონომიკის ონლაინ კურსს და ბანაკს ალექსანდრა შალიბაშვილი ხელმძღვანელობდა.
„ეკონომიკის საზაფხულო ბანაკი ეს იყო შესაძლებლობა ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის, მომზადებულიყვნენ საერთაშორისო რაუნდში ასპარეზობისთვის, რომელიც სლოვაკეთში გაიმართება და მასში მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. საქართველოს ბანკისა და ორგანიზაცია GELi-ს თანამშრომლობით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ კიდევ ერთხელ შევძელით საქართველოს მსოფლიო საგანმანათლებლო რუკაზე პოზიციონირება. გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში საქართველო ოლიმპიადაზე რეგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობით რეგიონში ლიდერის პოზიციებს იკავებდა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ინიციატივა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდების განვითარებას, მათი შესაძლებლობების გამოვლენასა და პოტენციალის სრულად ათვისებას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ეკონომიკის სასკოლო ოლიმპიადა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, INEV-ის მოდელით და მათი მანდატის ქვეშ პირველად ჩატარდა. ოლიმპიადაში მონაწილეობა 291 სკოლის 1300-მდე მოსწავლემ მიიღო. თუმცა, ფინალურ ტურში მხოლოდ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გადავიდა, რომელთაგან ჟიურის წევრებმა 5 გამარჯვებული გამოავლინეს. გამარჯვებულთა შორის არიან ანი გვარამაძე, ნიკოლოზ ყორანაშვილი, კლიმენტი ბერულავა, ნიკა ვანაძე და გუკა ცაგარეიშვილი.
ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულების უკეთ გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს ბანკი კი არ ჩერდება და აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ახალგაზრდებისთვის განათლების ახალი შესაძლებლობების შექმნას.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















