ქართველები ძალიან ჰუმანურები, ტოლერანტულები არიან, მაგრამ შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს ზოგიერთი დანაშაულისთვის, რომელიც მისი რეჟიმის დროს მოხდა - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 14:40 | 15.06.2023 ნანახია: 1137
ქართველები ძალიან ჰუმანურები, ტოლერანტულები არიან, მაგრამ შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს ზოგიერთი დანაშაულისთვის, რომელიც მისი რეჟიმის დროს მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა: თქვენ იცით, რომ სააკაშვილი ასევე არის უკრაინის მოქალაქე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მოგმართათ თქვენ, ასევე საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებისა და სამედიცინო დახმარების გაწევა სთხოვა. რატომ ამბობთ უარს მის შეწყალებაზე? განიცდით რაიმე გარე ზეწოლას ამ საკითხზე?
„ქართველმა ხალხმა გამოიარა მიხეილ სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმი, რომელმაც ბევრი მსხვერპლი დატოვა. ეს არის საკითხი, რომელიც ყოფს და მომავაშლიც გაყოფს საქართველოს მოსახლეობას. ასეც არ არის, რომ ქართველი ხალხი მიიჩნევდეს, რომ სააკაშვილი არ არის დამნაშავე. ისინი შესაძლოა არ დაგეთანხმონ, რომ მას შესაძლოა არ ექცეოდნენ, ისე, როგორც პრეზიდენტს შეეფერება. ქართველები ძალიან ჰუმანურები, ძალიან ტოლერანტულები არიან. მაგრამ შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს ზოგიერთი დანაშაულისთვის, რომელიც მისი რეჟიმის დროს მოხდა - შესაძლოა არა მისი ხელით, თუმცა მისი ხელმძღვანელობით. ასეთია საერთო შეგრძნება.
თუმცა ამასთან არსებობს ის შეგრძნებაც, რომ მას უნდა მოექცნენ ღირსეულად და საჭიროა რაიმე გზის მონახვა. აღვნიშნავ, რომ ექსტრადირების მოთხოვნა არ ყოფილა. ეს ყველაფერი მთვარობის პასუხისგებლობაა.
შეწყალება - ეს მორალური საკითხია, რომელზეც პასუხისგებელი ვარ ხალხის წინაშე. მაგრამ მე ვმუშაობ დიპლომატიურ საზოგადოებასთან, ჩემი კავშირებით ევროპაში და ვცდილობ ვიმუშაო ხელისუფლებასთან, რათა მოინახოს გადაწყვეტილება, რომელიც უფრო მეტად უპასუხებს იმას, თუ როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტს.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. მათ შეუძლიათ სხვადასხვაგვარი რეაგირება ჰქონდეთ ექსტრადირების საკითხზე. მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ რეაგირება, ისინი პასუხისმგებლები არიან ამ გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა, ხომ არ დააზიანებს ეს უკრაინისა და საქართველო მეგობრობას?.
„ვიმედვნებ, რომ არა და ვფიქრობ, რომ არა. მიმაჩნია, რომ ჩვენი ურთიერთობები ამაზე მაღლა დგას.
ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რადგან ეს ეხება ყოფილ პრეზიდენტს, მაგრამ პირველი მსაჯული ამ საკითხში არის ქართველი ხალხი, რომელმაც ის წლები გადაიტანა.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოველთვის რთულია განსჯა, როგორ იმოქმედა ან არ იმოქმედა კონკრეტულმა რეჟიმმა მოსახლეობაზე. ამიტომ, ესეც გასათვალისწინებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხა მიუმართავს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის პირადად მისთვის საკაშვილის შეწყალების თხოვნით?
„ბევრ ადამიანს მოუმართავს პირადად ჩემთვის, მაგრამ მე მათ ვუხსნიდი, რომ შეწყალება არ არის გამოსავალი სწორედ ქართველი ხალხის გამო. თუმცა არსებობს სხვა გზებიც, და თუ საუბარია ზეწოლაზე, მაშინ ზეწოლა უნდა გამოიყენონ იქ, სადაც პასუხისმგებლობაა და სადაც ხელისუფლებაა, რათა რაიმე შეიცვალოს.
მაგალითად, მე უკვე ვისაუბრე ელექტრონულ სამაჯურზე. ეს ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომელმაც უნდა მონახოს გზა, რომელიც იმის შესაფერისი იქნებოდა, რაც ხდება გარე სამყაროში.
ეს სიახლე არ არის. ბევრი ქვეყნის პრეზიდენტი გასამართლებული იყო და ჩვენ ზოგჯერ ვისმენთ, რომ ეს ხდება სხვა ქვეყნებშიც. მაგრამ ასევე არსებობს მიღებული მიდგომები მოცემული სირთულეების გადასაწყვეტად და ჩვენ ვალდებულები ვართ შევესაბამებოდეთ ამ მიდგომებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ასევე ჰკითხა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებითაც.
„ეს სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. ერთადერთი მსგავსება ისაა და ამაზე ვისაუბრე ევროპარლამენტში, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია შეიწყალოს ზეწოლის ქვეშ, რადგან მაშინ შეიძლება მასზე ზეწოლა მოხდეს შიგნიდანაც.
დღეის მდგომარეობით, 3000 პატიმარი გვყავს. მათი ოჯახის წევრს, მეგობარს ან გავლენის მქონე ჯგუფს შეუძლია დაიწყოს ზეწოლა.
ეს გადაწყვეტილება მე მაკისრია. მე ვგრძნობ პასუხისგებლობას და ვიმოქმედებ ამის შესაბამისად. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, გავაკეთო თუ არა ეს.
მაგრამ რაც ნაკლებია გარე ზეწოლა, მით უკეთესია შეწყალებისთვის. ზეწოლა ხელისუფლებაზე, პასუხის მოთხოვნა - ეს სხვა საქმეა. მაგრამ დისკრეციული შეწყალების უფლებამოსილებები - ნებისმიერი ქვეყნისთვის, მცირე თუ დიდი, განურჩევლად კამპანიის მასშტაბისა - არ შეიძლება დაექვემდებაროს ზეწოლას.
მე თვითონ გავხდი ამ ჟურნალისტის ძალიან არაგონივრული სიტყვების სამიზნე, რომელიც მხოლოდ ჟურნალისტი არ იყო: ის იყო სხვადასხვა დროს პროკურორიც და არა ისეთი პროკურორი, რომელიც ახორციელებდა რეალურ სამართალს.
თუმცა, ადამიანები პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ იმაზე, რისთვისაც გაასამართლეს. მე მჯერა, რომ გამოხატვის თავისუფლება ალბათ ერთადერთი უფლებაა, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პოლიტიკა
- რუსული რეჟიმი გონებას კარგავს და ისტერიული დაკავებების ახალ ეტაპს იწყებს, თავისუფლების ხმებზე მათი პასუხი კიდევ უფრო მეტი რეპრესიაა - სალომე ზურაბიშვილი
- თინა ბოკუჩავა მაია სანდუს შეხვდა
- თინა ბოკუჩავა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადისლავ სიკორსკის შეხვდა
- Toyota X Bridgestone - იაპონური პარტნიორობის სტანდარტი
საზოგადოება
- 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი
- ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე - რეზო კიკნაძე
- „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისმა საერთაშორისო რეგატას პირველად უმასპინძლა - ახალი ეტაპი აფროსნობის განვითარებაში
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელიც 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა - შსს
- პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
- სასამართლომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშს ყადაღა დაადო
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
მსოფლიო
- გადაეცით თბილი მოკითხვა ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, ვიდრე თქვენ აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ - დონალდ ტრამპი სი ძინპინს
- ჩვენ განსხვავებულ პოზიციას დავიკავებთ, თუ ალასკაში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდება - დონალდ ტრამპი
- რუსეთი უკრაინის ექვს რეგიონში ენერგოობიექტებს თავს დაესხა
- უკრაინამ რუსეთის ასტრახანის ოლქში მდებარე პორტში დაბომბა გემი, რომელიც ირანული დრონების ნაწილებითა და საბრძოლო მასალით იყო დატვირთული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 80-მდე პროექტი და 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი - ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს Tegeta.care შედეგებს აჯამებს
- "თეგეტა მოტორსი" King of Drift-ის 2 ეკიპაჟის მხარდამჭერია
- Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife
- „თეგეტა მოტორსი“ X TSA: დაუვიწყარი მოგზაურობისთვის სამი მუსიკალური ფლეილისთი შეიქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება