უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 116 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 15:15 | 04.02.2023
ნანახია: 235

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსების ტყვეობიდიან 116 სამხედრო გაათავისუფლეს. მათ შორის არიან მარიუპოლის დამცველები, ხერსონელი პარტიზანები და სნაიპერები, რომლებიც ბახმუტის მიმართულებაზე იბრძოდნენ და სხვა გმირები.

ერმაკის თქმით, გათავისუფლებულთა შორის ორი ოფიცერი და 114 რიგითი და სერჟანტია. 87 გათავისფლებული უკრაინის შეიარაღებული ძალებიდანაა, მათ შორის ორი სპეციალური ოპერაციების ძაების სამხედრო მოსამსახურე. ასევე  ტერიტორიული თავდაცვის ძალების რვა მებრძოლი, შვიდი - უკრაინის ეროვნული გვარდიიდან, ექვსი ეროვნული პოლიციის თანამშრომელი, ხუთი მესაზღვრე, ორი მეზღვაური და ერთი საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი.

უკრაინამ რუსულ მხარეს 63 ტყვე გადასცა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე