რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მეჯვრისხეველი არასრულწლოვანი თავისუფალია

საქართველო, თბილისი - 21:36 | 03.11.2022
ნანახია: 4017

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

„უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე