ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვი და სასულიერო პირი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:04 | 23.09.2022
ნანახია: 489

ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისთან 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ასევე დაღუპულია სასულიერო პირი.

შემთხვევა სამტრედიის მონაკვეთზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახა.

დაღუპულები მსუბუქი მანქანის მგზავრები არიან. კლინიკაშია გადაყვანილი კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც ასევე მსუბუქ მანქანაში იჯდა და ტრაილერის მძღოლი.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე