რომის პაპმა ფრანცისკემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია გადადგომის შესახებ

საქართველო, თბილისი - 15:38 | 04.07.2022
ნანახია: 302

რომის პაპმა ფრანცისკემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უახლოეს მომავალში გადადგომას გეგმავს. ამის შესახებ მან საერთაშორისო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ასევე უარყო ჭორები იმის თაობზე, რომ თითქოს სიმსივნე აქვს.

"ჩემს ექიმებს ჩემთვის ამაზე არაფერი უთქვამთ", - თქვა ხუმრობით პაპმა.

ამავდროულად, პაპი ფრანცისკე იმედოვნებს, რომ მიმდინარე თვეში კანადაში ვიზიტის შემდეგ, მოსკოვსა და კიევში ჩასვლას შეძლებს.

მისი თქმით, მას სურს ამის გაკეთება "რაც შეიძლება მალე".

"მას შემდეგ, რაც კანადიდან დავბრუნდები, იქნებ უკრაინაში წავიდე... პირველი, რაც უნდა გავაკეთო, არის რუსეთში წასვლა, რათა რაღაცნაირად ვცადო დახმარება, მაგრამ მსურს ორივე დედაქალაქში ჩასვლა", - თქვა პაპმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე