რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით - ტოიოტას ახალი მიზანი
საქართველო, თბილისი - 18:01 | 25.01.2022 ნანახია: 818
Toyota Motor Corporation-ი წყალბადის ძრავის ტექნოლოგიურ განვითარებაზე იწყებს მუშაობას. ერთსა და იმავე წინადადებაში „ტოიოტასა“ და „წყალბადის“ ერთად დანახვისას, ავტომოყვარულების უმრავლესობას პირველ რიგში ახსენდება ელექტრო ავტომობილები საწვავის ელემენტებზე (FCEV). თუმცა, ამჯერად, ტოიოტა ყურადღებას საწვავის ელემენტებზე მეტად ძრავზე ამახვილებს — წყალბადზე მომუშავე შიდა წვის ძრავზე. ახალი ავტომობილების საწვავი 100%-ით სუფთა წყალბადია და მუშაობისას თითქმის არ გამოყოფენ CO2-ს.
სიახლეა ისიც, რომ Toyota-ს ახლახან გამოცხადებული წყალბადის ძრავიანი ავტომობილები მონაწილეობას მიიღებენ რბოლაში - Super Taikyu Series, 2021 Powered by Hankook, რომელიც იაპონიაში გაიმართება.
ამ გადაწყვეტილების შესახებ ტოიოტას პრეზიდენტმა, აკიო ტოიოდამ და GAZOO Racing Company-ის პრეზიდენტმა, კოჯი სატომ ისაუბრეს.
აკიო ტოიოდა, ტოიოტას პრეზიდენტი: „ჩემი სურვილია ხალხის აღფრთოვანება ავტოსპორტით. მინდა სპორტის ეს სახეობა გავხადო მდგრადი იმ პირობებშიც კი, როცა ჩვენ ნახშირბად-ნეიტრალურობისკენ მივისწრაფვით.
Toyota-ს გააჩნია წყალბადთან დაკავშირებული გარემოსდაცვის ტექნოლოგია. ჩვენ GR Yaris-ის გამოშვების დღიდან 24-საათიან რბოლებში წარმატებით ვასპარეზობთ. მინდა ROOKIE Racing-მა, რომელსაც Toyota-მ განვითარება ანდო, მიიღოს წყალბადის ძრავებთან მუშაობის გამოწვევა, რომელიც ვფიქრობ, ავტოსპორტის ფარულ პოტენციალს წარმოადგენს.
გვინდა დავამტკიცოთ, რომ რბოლაში სამი ან ხუთი საათი გამძლეობა საკმარისი არ არის და აუცილებელია გქონდეს საიმისო მომზადება, რომ გაძლო 24 საათის განმავლობაში. მე ერთ-ერთი ავტომობილის პილოტი ვიქნები და დავამტკიცებ, რომ რბოლაში წყალბადი უსაფრთხოა.“
კოჯი სატო, GAZOO Racing Company-ის პრეზიდენტი: „წყალბადის ძრავებს 2016 წლიდან ვიკვლევ. იმის გამო, რომ წყალბადი ბენზინზე უფრო სწრაფად იწვის, რეაქცია დიდია.
გასული წლის ბოლოს ჩვენ შევქმენით პროტოტიპი, რომელიც გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების მიუხედავად, მაინც უზრუნველყოფდა „ავტომობილის იმ შეგრძნებას“, რომელიც ასე უყვართ ავტომოყვარულებს, ხმის და ვიბრაციის საშუალებით.
ეს ფაქტობრივად ხვალინდელ ტექნოლოგიებზე მუშაობაა. წყალბადი უამრავ გამოწვევას წარმოადგენს, რომელთა გადალახვა არც ისე ადვილია.“

წყალბადის ძრავების ფარული პოტენციალი
მანქანის გული მისი ძრავაა. შეცვალეთ ძრავა და თქვენ მნიშვნელოვნად შეცვლით არა მხოლოდ იმას, თუ როგორ უნდა ირბოლოთ, არამედ თუ როგორ აღაფრთოვანოთ გულშემატკივრები.
პრესკონფერენციაზე მოწვეული ჟურნალისტების კითხვას, წყალბადის ძრავების მახასიათებლების შესახებ, პრეზიდენტმა სატომ ორი ზუსტი სიტყვით უპასუხა: „წვის სიჩქარე“.
კოჯი სატო, GAZOO Racing Company-ის პრეზიდენტი: „წყალბადს განსაკუთრებულს ხდის ის, რომ მისი წვის სიჩქარე რვაჯერ აღემატება ბენზინის წვის სიჩქარეს. ეს ნიშნავს უფრო სწრაფ რეაგირებას. ასე რომ, დაბალი სიჩქარის მაბრუნი მომენტი დაძვრისთანავე არის ის, რაც წყალბადის ძრავებს ასე შესანიშნავს ხდის.
მომავალ რბოლაში ჩვენ შევამოწმებთ ბალანსს, თუ რამდენად მივაღწევთ მაქსიმალურ სიმძლავრეს სტაბილური წვის შენარჩუნებასთან ერთად. სამომავლოდ სიმძლავრის გასაზრდელად სხვადასხვა ელემენტების დაბალანსებისას ჩვენ გვსურს ვიპოვოთ წვის პირობები, რომლებიც წყალბადის ძრავების საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს.“
აკიო ტოიოდა, ტოიოტას პრეზიდენტი: „ისე, სიმართლე რომ ვთქვა, აქამდე მანქანა მხოლოდ ხრეშზე (და ტალახზე) მიტარებია. ეს წრეზე არ გამომიცდია. ახლახან ხრეშზე დავაყენეთ რამდენიმე საგზაო კონუსი, რათა გამოვცადოთ მანქანის ეფექტურობა მოხვევითა და აჩქარებით. რბოლის დროს, შენელების შემდეგ აჩქარების შეგრძნებამ მაგრძნობინა, რომ ეს ავტომანქანა კარგად შეეფერება ავტოსპორტს.“
პრესკონფერენციაზე ტოიოტას პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა და აჩვენა, რომ მისი სურვილია წვლილი შეიტანოს იაპონიაში ნახშირბად-ნეიტრალურობის მიღწევასა და ახალი ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებაში.
ტოიოტას მიზანია ავტოსპორტი ახალ ეპოქაში ახალი ტექნოლოგიებით გააცოცხლოს.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















