10 დეკემბერს, “საქართველოს ფოსტის” დასაქმების ფორუმი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:41 | 02.12.2021
ნანახია: 503

მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, სასტუმრო Biltmore Hotel Tbilisi გაიმართება “საქართველოს ფოსტის” დასაქმების ფორუმი. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება „საქართველოს ფოსტის“ 100-ზე მეტი ვაკანსია. ღონისძიების გამართვის დრო: 12:00 – 17:00 სთ.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში, „საქართველოს ფოსტის“ მომსახურებაზე გაიზარდა მოთხოვნა. შესაბამისად, ფოსტა შესთავაზებს დაინტერესებულ პირებს ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ახაგაზრდების დასაქმებასა და რეალიზაციას.  

დასაქმების ფორუმის ფარგლებში მოხდება ინფორმაციის გაცვლა „საქართველოს ფოსტასა“ და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომპანიაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი ვაკანსიების შესახებ.

„საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტის“ მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერ წერტილში. „საქართველოს ფოსტა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე