ბაიდენმა Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა გაიკეთა

საქართველო, თბილისი - 21:56 | 27.09.2021
ნანახია: 124

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა გაიკეთა და ამით პირველი რევაქცინირებული ამერიკელი გახდა.

გასულ კვირას შეერთებულ შტატებში Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა დამტკიცდა 65 წელს ზევით პირებისა და სხვადასხვა რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისათვის.

„ვიცი, რომ ასაკი არ მეტყობა, მაგრამ უკვე 65 წელზე მეტის ვარ... ამიტომ დღეს ვიღებ ჩემს ბუსტერ დოზას“, - თქვა ბაიდენმა.

მისი თქმით, აშშ-ის პირველი ლედი მესამე დოზას მოგვიანებით გაიკეთებს.

ბაიდენმა, რომელიც 78 წლისაა, Pfizer-ის ორი დოზა დეკემბერსა და იანვარში გაიკეთა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე