ლუხუმ ჩხვიმიანი ოლიმპიური მედლის გარეშე დარჩა

საქართველო, თბილისი - 13:50 | 24.07.2021
ნანახია: 599

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე მედლები 60 კგ-მდე ვაჟ ძიუდოისტთა შორის თამაშდება, სადაც საქართველოს ლუხუმ ჩხვიმიანი წარმოადგენდა. სამწუხაროდ, 2019 წლის მსოფლიოსა და ევროპის ქართველმა ჩემპიონმა გამოსვლა უმედლოდ დაასრულა.

ლუხუმ ჩხვიმიანმა რეპეშაჟში სამხრეთკორეელ კიმ ვონთან დამატებით დროში, იპონით წააგო. მანამდე 28 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 1/4-ფინალური, ძალიან დაძაბული შეხვედრა მასპინძელ ნაოჰისა ტაკატოსთან დათმო. ჩხვიმიანმა ტოკიოში მხოლოდ თავისი სასტარტო ორთაბრძოლა მოიგო, აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე