საქართველოს ბანკისა და "წიგნების თაროს სკოლის" პარტნიორობა გრძელდება
საქართველო, თბილისი - 12:16 | 23.07.2021 ნანახია: 1128
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის უშუალო ჩართულობით „წიგნების თაროს სკოლის“ მორიგი, 6 კვირიანი სასწავლო კურსი წარმატებით დასრულდა. ინიციატივის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო განათლება და 40-მდე ახალგაზრდა დასაქმდა.
„წიგნების თაროს სკოლა“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი არაფორმალური განათლების სივრცეა, სადაც მიწვეულ პედაგოგებთან ერთად მასწავლებლის როლს სტუდენტები ითავსებენ. სკოლაში სწავლება ეფუძნება პრინციპს „შემეცნება გართობით“, რაც სწავლის პროცესს ინოვაციურს, სახალისოს და საინტერესოს ხდის.
წიგნების თაროს ონლაინ სკოლის მთავარ მიზანს თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, მოსწავლეებში განათლების მიმართ ინტერესის გაღვივება წარმოადგენს. სწავლება ონლაინ, Zoom-ის საშუალებით ხორციელდება, რაც მსურველებს საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას ნებისმიერი ადგილიდან აძლევს. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის მცირე ასაკობრივი ზღვარი კი საგაკვეთილო პროცესს კიდევ უფრო უშუალოს და მეგობრულს ხდის.
ამასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა გასულ წელს ოთხ სკოლაში, თბილისში, ფოთში, დიცსა და ხურვალეთში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეები - იდეათეკები მოაწყო. „წიგნების თაროს სკოლასთან“ პარტნიორობით კი სწორედ ამ ოთხი სკოლის 1-4 კლასის მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ ჩართულიყვნენ ისეთ საინტერესო კურსებში, როგორიცაა: მსოფლიო ლიტერატურა, მითოლოგია და ცივილიზაცია, დედამიწა და კოსმოსი, ადამიანი და ჯანმრთელობა.
„საქართველოს ბანკსა და „წიგნების თაროს სკოლას“ შორის პარტნიორობა უკვე მეორე წელია წარმატებით გრძელდება. სკოლის დევიზია „ახალგაზრდები ბავშვების მომავლისთვის“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლის ინოვაციურ ხასიათს, ვინაიდან მასწავლებლის როლს „წიგნების თაროში“ გამორჩეული სტუდენტები და მოსწავლეები ირგებენ. პანდემიის დროს პროექტს დამატებითი ფუნქცია და მნიშვნელობა მიენიჭა, რადგან „წიგნების თაროს სკოლის“ სახალისო, ონლაინ გაკვეთილებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მისცა ბავშვებს მათზე მორგებული, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა. საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და მოსწავლეების ხელშეწყობა. შესაბამისად ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას როგორც სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტებით (sCool Card, სტუდენტური ბარათი), ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტებით“, - განაცხადა თამარ გოჩაშვილმა, საქართველოს ბანკი CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, „წიგნების თაროს სკოლა“ 2020 წელს დაარსდა და ის მსურველებს ისეთ საინტერესო კურსებს სთავაზობს, როგორიცაა: ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური თავსატეხები, შემოქმედებითი აზროვნება და ესთეტიკის აღქმა, მითოლოგია და ცივილიზაციები, დედამიწა და კოსმოსი, რიტორიკული აზროვნება და საუბრის ხელოვნება, ადამიანი და ჯანმრთელობა. სკოლის მიერ მიწვეულ მასწავლებლებს შორის კი ყველასათვის ცნობილი ადამიანები არიან, როგორიცაა: ლევან გიგინეიშვილი, გიორგი ბაქრაძე, მაია ცირამუა, ზალიკო სულაკაური, გიორგი კეკელიძე, ბაია დვალიშვილი და სხვ.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















