ტყიბულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 21:30 | 07.07.2021
ნანახია: 858

ტყიბულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჭრილობები მას საფანტის იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილი ​ტყიბულის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის

უცნობია, რა გახდა დაჭრის მიზეზი და ვინ არის სავარაუდო დამნაშავე.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე