ქუთაისში 7 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 17:07 | 25.06.2021
ნანახია: 722

ქუთაისში 7 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 65 წლის კაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 7 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. მომხდარის შესახებ ბავშვმა ოჯახს აცნობა, რის შემდეგაც სამართალდამცველები გამოიძახეს. ადგილზე ხმაური იყო, 65 წლის მამაკაცი კორპუსიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე