6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეეფარდათ

საქართველო, თბილისი - 15:02 | 20.06.2021
ნანახია: 786

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა, რომელიც ორივე ბრალდებულისთვის სწორედ პატიმრობას ითხოვდა.

საქმე 6 წლის ბავშვზე დედა და მამინაცვალი სისტემატურად, სასტიკად ძალადობდნენ.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 აგვისტოს 12:00 საათზე დაინიშნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე