სამტრედიაში, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 21:09 | 18.06.2021
ნანახია: 799

სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე, მომხდარი სროლისას ორი ადამიანი დაიჭრა.

ადგილობრივების თქმით, სროლას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე