ვარშავაში გაუჩინარებულ ქართველ ახალგაზრდას პოლიციასთან ერთად მყინთავებიც ეძებენ

საქართველო, თბილისი - 18:07 | 18.06.2021
ნანახია: 727

ვარშავაში გაუჩინარებულ ქართველს პოლიციასთან ერთად მყინთავებიც ეძებენ. ერთ-ერთმა თვითმხილველმა სამართალდამცველებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა კაცი წყალში გადახტა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. ამასთან, ადგილზე ხელხელაურის პირადი ნივთები აღმოაჩინეს. სწორედ ამ ინფორმაციის შემდეგ სამძებრო სამუშაოში მყვინთავებიც ჩაერთნენ.

გაუჩინარებული დიტო ხელხელაურის ნათესავები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, რადგან ბოლო პერიოდში მას სამსახურებრივი პრობლემები ჰქონდა, მას თანამშრომელი მამაკაცი ემუქრებოდა.

24 წლის დიტო ხელხელაურის სამძებრო სამუშაოები უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე