ლენტეხში, მძღოლის სასიკვდილოდ ცემის საქმეზე სოფლის რწმუნებულის ქმარი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:39 | 10.06.2021
ნანახია: 553

ლენტეხში, მიკროავტობუსის მძღოლის სასიკვდილოდ ცემის საქმეზე სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის ქმარი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, შსს მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

5 ივნისს, ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში მიკროავტობუსის მძღოლს, რობინზონ თუთარაშვილს სასტიკად სცემეს. შემდეგ კი ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მიატოვეს.

მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე