კორონავირუსის გავრცელების პიკს გავდივართ - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 13:52 | 17.05.2021
ნანახია: 502

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, ახლა კორონავირუსის გავრცელების პიკს გავდივართ.

"გარკვეულწილად, ვართ პიკის დაღმავალ ფერდზე. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება", აცხადებს ამირან გამყრელიძე, რომელიც მოსახლეობას აუცილებელი რეგულაციების სათანადოდ მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს.

„ერთ-ერთი სერიოზული ინდიკატორი, რაც არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობა ორი-სამი კვირით მიჰყვება ეპიდსიტუაციის პიკს. იზრდება სიკვდილიანობა პიკური პერიოდიდან ორი კვირის შემდეგ. ახლა დაახლოებით ამ ფაზაში ვართ. ამიტომ, ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე