ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში ავტომობილი არხში გადავარდა - დაიღუპა ერთი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 19:27 | 15.05.2021
ნანახია: 749

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში ავტომობილი ალაზნის არხში გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. შემთხვევის დროს მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, 6 წლის ბავშვმა და მძღოლმა წყლიდან ამოსვლა შეძლეს, 65 წლამდე ქალი კი დაიხრჩო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე