თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 19:15 | 10.05.2021
ნანახია: 605

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის საპატიმოს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ ციხეში ყველაზე ნაკლებად თბილისის მერობის კანდოდატობაზე ფიქრობდა.

"სანამ ვიქნებით ბოლომდე გულწრფელები, ვიქნებით მართლები და გავიმარჯვებთ. სიმართლე გითხრათ, თუ კი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ (ციხეში)მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე. თუ რამეზე ნაკლებად მიფიქრია... არ მინდა ახლა მოკლე კომენტარით შემოვიფარგლო ამ საკითხზე, იმიტომ რომ მინდა-არ მინდა პოზიცია გამიმრუდდება", - თქვა მელიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ციხე დატოვა. რუსთავის ციხესთან მელიას თანაპარტიელები და მხარდამჭერები დახვდნენ.

საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ფორმა, პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი დღეს შეცვალა. შედეგად ნიკა მელია დღესვე, 10 მაისს გათავისუფლდა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან.

8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე