სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოზე რეზოლუცია სენატს გაუგზავნეს
საქართველო, თბილისი - 20:30 | 23.04.2021 ნანახია: 855
სენატორებმა ჯონსონმა, შაჰინმა და რიშმა საქართველოზე რეზოლუცია სენატს გაუგზავნეს. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
რეზოლუცია საქართველში 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულების მხარდაჭერას გამოხატავს. რეზოლუციის სპონსორები სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი სენატორი რონ ჯონსონია. მასთან ერთად რეზოლუციას სპონსორობას ქვეკომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში უწევენ.
რეზოლუცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულებას უჭერს მხარს. ის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ორპარტიულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს და ქვეყანას სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.
ამის შესასრულებლად, სენატორები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ მუშაობა დაყოვნების გარეშე განაახლოს.
„ჩვენ მოხარულები ვართ იმით, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, შემოწმებისა და ბალანსის სისტემას და პოლიტიკურ ჩართულობას. უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ საჭირო საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც უკეთესად ფუნქციონირებად დემოკრატიის შექმნას დაეხმარება“, განაცხადა სენატორმა ჯონსონმა.
რეზოლუციის ტექსტის შემუშავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სენატორმა შაჰინმაც.
“მეამაყება შევუერთდე სენატორებს ჯონსონს და რიშს სენატისთვის იმის მოწოდებაში, რომ [სრულმა სენატორმა] მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ ამ კვირის დასაწყისში ჩიხური მდგომარეობის დასასრულებლად მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულებას. მინდა საქართველოს მივულოცო ამ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მძიმე მუშაობა ახლა იწყება. რეზოლუცია ასახავს ჩვენს ერთგულებას საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, და ასახავს მოლოდინს, რომ საქართველო სრულად შეასრულებს შეთანხმების პირობებს დემოკრატიის წარმატებისთვის“, განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
მან ასევე დასძინა, რომ „ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც იმუშავებს ისეთ მწვავე მიმდინარე საკითხებზე, როგორიცაა მძიმე ეკონომიკური სიტუაცია და კოვიდ-19-ის პანდემია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს ფართო მასშტაბების შედეგები აქვს რეგიონში და მსოფლიოს გარშემო დემოკრატიის მდგომარეობაზე და ჩვენ მზად ვართ მის მთავრობას და მის ხალხს დავეხმაროთ მოქნილი დემოკრატიის აშენებაში“.
რეზოლუციის ტექსტის სრული სენატისთვის გაგზავნის შემდეგ განცხადება სენატორმა ჯიმ რიშმაც გააკეთა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ახლა კი მისი უფროსი რესპუბლიკელი წევრია. მისი თქმით, „პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება, რომელის საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის დაიდო, კიდეც ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმ პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა გრძელდება.
მე აქამდეც ვთქვი, რომ ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიაზე დააბრუნოს და ორივე მხარე უნდა შევაქოთ მათი ლიდერობისა და სიმამაცისთვის, რომლითაც ამ კომპრომისისთვის იმუშავეს ყველა ქართველის საკეთილდღეოდ, მაგრამ ჯერ ბევრი საქმეა დარჩენილი იმისთვის, რომ პოლიტიკური ნდობა და ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული საქართველო აღდგეს“.
საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღების ინიციატივით ერთი თვის წინ სენატორი რონ ჯონსონი გამოვიდა. მან ეს იდეა სენატში 23 მარტს გამართულ მოსმენაზე გააჟღერა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ჩვენებებს ისმენდნენ საქართველოს დემოკრატიის ხარისხზე. მოსმენის დამთავრებისთანავე, "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარებში სენატორებამ შაჰინმა და რიშმა რეზოლუციის მხარდაჭრაზე მზაობა გამოთქვეს.
პოლიტიკა
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
- საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















