ყველაზე დიდი გამარჯვება ქართველმა ხალხმა მოიპოვა - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველო, თბილისი - 00:34 | 20.04.2021
ნანახია: 680

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების მიერ შეთანხმების ხელმოწერას ეხმიანება.

"იმედის მომცემი ამბებია საქართველოდან. პოლიტიკური ჩიხის დასასრულებლად შეთანხმება მიღწეულია. იმედი მაქვს, რომ ყველა პასუხისმგებელი მხარე ხელს მოაწერს შეთანხმებას და შემდეგ ზედმიწევნით განახორციელებს მას. მადლობას ვუხდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ყველა მხარეს შეთანხმების მიღწევაში გაწეული დახმარებისთვის. ყველაზე დიდი გამარჯვება ქართველმა ხალხმა მოიპოვა!" - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე